მაშველებმა ტყეში 66 წლის დაკარგული კაცი იპოვეს

15:49 08-13-2019
109

მცხეთის მუნიცპალიტეტის სოფელ ლელუბნის მიმდებარედ, ტყეში 66 წლის მამაკაცი დაიკარგა.

დაკარგული მამაკაცი ტყიდან გზის გაკვლევას ვერ ახერხებდა. დახამრების მიზნით, იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა.

მაშველებმა რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშოების შემდეგ, მამაკაცი უვნებლად იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.