რომელი კანდიდატიც არ აინტერესებს, იმ დროს დადის გასარუჯად - გვრიტიშვილი დოლიძეზე

15:24 08-13-2019
48

ანა დოლიძე შერჩევითად უდგება კანდიდატებს, ხოლო იმ კანდიდატთან გასაუბრებისას, რომელიც არ აინტერესებს, დადის სატელევიზიო ეთერებში და შეიძლება, დადის გასარუჯად - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.

გვრიტიშვილი ანა დოლიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესს „ვითომ კონკურსი“ უწოდა.

„მე თუ მკითხავთ, ფორმალური ანა დოლიძის მონაწილეობაა. შერჩევითად უდგება კანდიდატებს, რომელიც აინტერესებს, იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელიც არ აინტერესებს, იმ დროს დადის სატელევიზიო ეთერებში, შეიძლება, დადის გასარუჯად, შემდგომ ამას ამართლებს, რომ თითქოს რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური, თორემ საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ საათობით, დილიდან დაღამებამდე ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად, კითხვები თანაბარი სირთულისაა. ისინი კი არჩევენ კანდიდატებს იმის მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით, - აღნიშნა გვრიტიშვილმა.