წინასწარი შემოწმებით, „TV პირველი“ ე.წ. კრიპტო-ვირუსის მსხვერპლი გახდა

14:16 08-13-2019
142

„TV პირველი“ რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში ჩაირთო.

როგორც ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ თქვა, ტელევიზიას მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეუძლია ამჟამად მუშაობა, ხოლო მთავარ სერვერს აიტი სპეციალისტები ამოწმებენ.

„TV პირველი“-ის ჟურნალისტების ცნობით, ტექნიკოსების პირველადი შემოწმებით ისინი ე.წ. კრიპტო ვირუსის მსხვერპლნი გახდნენ, თუმცა ამასთან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

აღმასრულებელი დირექტორის ნანა აბურჯანიძის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა კომპიუტერული ისტორია გამოითხოვეს, რათა დადგინეს ზუსტად საიდან წამოვიდა ეს შეტევა.