„TV პირველში" შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან

14:02 08-13-2019
154

„ტვ პირველზე“ განხორციელებული კიბერშეტევის გამო ტელეკომპანია ამ დრომდე ვერ ახერხებს მაუწყებლობის სრულფასოვნად აღდგენას.

როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, საქმე აქვთ კარგად ორგანიზებულ დანაშაულთან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ღამის 05:00 საათზე ჰაკერებმა ტელევიზიის სერვერები გატეხეს და მთლიანად წაშალეს, როგორც ვიდეოარქივი, ასევე მაუწყებლობისთვის საჭირო პროგრამები. ტელეკომპანიის სპეციალისტები პრობლემასთან გამკლავებას და სერვერის ფუნქციონირების აღდგენას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.