ბათუმში დაკარგული 5 წლის ბავშვი უვნებელი იპოვეს

13:44 08-13-2019
2742

ბათუმში დაკარგული 5 წლის ბავშვი სანაპიროსთან უვნებელი იპოვეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, 5 წლის დათუნა ნიკურაძე ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა და სამართლადამცველებს შეატყობინა.

ამ დროისთვის ბავშვი უკვე მშობლებთან იმყოფება.

მცირეწლოვანი დღეს დილით სანაპიროთან, კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა.