59 დაღუპული, ჩაძირული სახლები და დანგრეული ხიდები მიანმარში

13:38 08-13-2019
29

მიანმარის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ მონის შტატში, ხანგრძლივმა წვიმებმა მეწყერი გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი. მეწყერმა პონგის დასახლებაში 27 საცხოვრებელი სახლი დაანგრია. მთელს რეგიონში მდებარე შენობები წყლით არის დაფარული, ხიდები კი ჩანგრეულია.

სტიქიის გამო, 80 000 ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი. ადგილზე მუშაობენ მაშველები. 

ავტორი: მარიამ გიგანი