ქლამიდიის საწინააღმდეგო ვაქცინამ ცდები წარმატებით გაიარა

13:29 08-13-2019
13

ვაქცინამ, რომელიც ადამიანებს ფართოდ გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან დაიცავს, უსაფრთხოების პირველი ცდები წარმატებით გაიარა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქლამიდიის ვაქცინამ ადამიანებზე გამოცდის ფაზამდე მიაღწია. 

ექსპერტები განმარტავენ, რომ იმუნიზაცია შესაძლოა საუკეთესო გზა აღმოჩნდეს იმ ინფექციის დასამარცხებლად, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილში უამრავ პრობლემებს იწვევს. ვაქცინაზე ბრიტანელი მეცნიერები მუშაობენ და აღნიშნავენ, რომ გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემთხვევების თითქმის ნახევარი სწორედ ქლამიდიით არის გამოწვეული. 

სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დამატებითი ცდების ჩატარებაა საჭირო, რათა დადგინდეს ახალი ვაქცინის ეფექტურობა და საჭირო დოზა. 

ამ ცდების ჩასატარებლად წლებია საჭირო, მანამდე კი ქლამიდიისგაბ თავის დაცვის საუკეთესო საშუალება კონდომის გამოყენებაა. 

ქლამიდია ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე დაუცველი სქესობრივი აქტით გადადის. ძალიან ხშირად, ინფექცია სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა აუცილებელია მისი მკურნალობა ანტიბიოტიკებით. წინააღმდეგ შენთხვევაში შესაძლოა მწვავე გართულებები მოჰყვეს და უნაყოფობაც გამოიწვიოს. 

ექიმების რჩებაა, აქტიური სქესობრივი ცხოვრების მქონე ადამიანებმა ქლამიდიის ტესტი წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთონ. 

 

ავტორი: მარიამ გიგანი