ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის - ფინანასთა მინისტრი

12:49 08-13-2019
28

არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის, ნებისმიერ შემთხვევაში- აცხადებს ფინანსთა მინისტრი. კითხვაზე, როდის მოხდება ეს, ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ აღნიშნული მუდმივი პროცესია.

„ეს მუდმივი პროცესია, ყოველდღიურად პოულობს. იყო უფრო მაღალი, წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ  ცოტა კიდევ გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია,  ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი„ – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ ამის რესურსი არის სავალუტო რეზერვების გაყიდვა.

„თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული ის მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს. არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას გაუფასურებისთვის არანაირად არ შეუწყვია ხელი“ – განუცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.