ზუგდიდში რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა

12:47 08-13-2019
105

26 წლის რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა.  სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად დაკარგული თანხა ამოიღეს. 26 წლის ქალმა ბრალი აღიარა. ის ამ დროისათვის ზუგდიდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

გამოძიება მიმდინარეობს 177-ე მუხლით,რაც ქურდობას გულისხმობს.

„პრაიმტაიმი“ ამ მოვლენასთან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.

 

ავტორი: თეა შონია