„მამა-მეტლახებს“ უნდა ახსოვდეთ ვისი თავები დაგორდა რუის-ურბნისის კრების შემდეგ - ლაშა ბუღაძე

09:59 08-13-2019
357

მწერალი ლაშა ბუღაძე ყინწვისის მონასტერში ფილების დაგების ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„რა სიმბოლურია: ყინწვისის მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის ნაწილია, ჩვენს მამა-მეტლახებს კი უნდა ახსოვდეთ, ვისი თავები დაგორდა დავით აღმაშენებლის მიერ რუის-ურბნისის კრების შემდეგ თუმცა ვინღაა დღეს ამ კრების ჩამტარებელი?!“, - დაწერა ლაშა ბუღაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებმა ყინწვისის მონასტერში მარმარილოს მეტლახი დააგეს. მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის დაგებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანონოდ და თვითნებობად აფასებს.