ბერლინის ძველ აეროპორტში შეიძლება ბორდელი გაიხსნას

08:44 08-13-2019
152

ბერლინის აეროპორტმა ტემპელჰოფმა უახლოეს მომავალში შესაძლოა არა თვითმფრინავები, არამედ მამაკაცები მიიღოს, რომლებსაც სექს მუშაკების მომსახურება საკუთარ ავტომობილებში სურთ. 

ასეთი წინადადებით ბერლინის რაიონის მერმა მიტტე სტეფან ფონ დასელი გამოვიდა. ჩინოსანი, რომელიც მწვანეთა პარტიას წარმოადგენს, მზადაა ებრძოლოს ქუჩა კიურფუშტრასეზე არსებულ პროსტიტუციას. ეს ქუჩა ბერლინში სექს მუშაკების ძირითად ადგილად მიიჩნევა. 

ადგილობრივები უკვე დიდი ხანია თხოვენ ხელისუფლებას მიაქციოს ამ სიტუაციას ყურადღება. 

მერის თქმით, კურფიურშტრასეზე კლიენტები ცდილობენ მომსახურება დაბალ ფასში მიიღონ, ამის გამო სექს მუშაკები მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებს ემსახურებიან, რათა მინიმალური შემოსავალი მიიღონ. მერი მიიჩნევს, რომ ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე მეძავების გადაყვანა მათ უფრო დაიცავს. 

იგეგმება კომპლექსის აშენება, რომელიც მოიაზრებს მცირე ფარეხისმაგვარ ოთახებს, სადაც კლიენტები თავიანთ ავტომობილებს გააჩერებენ. მსგავსი კომპლექსი ქალაქ კიოლნში 2001 წელს გაჩნდა. ის გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით. ტერიტორიაზე განლაგებულია ქუჩის სათვალთვალო კამერები და „პანიკის ღილაკი“ საშიში სიტუაციის შექმნის შემთხვევაში.