საპატრიარქო დუმილს არღვევს

22:49 08-12-2019
111

ყინწვისის მონასტერში დაგებული მწვანე მარმარილოს ფილები შესაძლოა აყარონ. საპატრიარქო 3 დღიან დუმილს არღვევს და რუის-ურბნისის ეპარქიას თვითნებობაში ადანაშაულებს, ასევე შესაბამის რეაგირებას ელოდება.

ეს რეაგირება კი შესაძლოა, ფილების აყრა იყოს, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მონასტერს, კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს.

ძეგლი საკმაოდ დაზიანებულია და უცნობია გაუძლებს თუ არა უძველესი ფრესკები ახლადდაგებული იატაკის აყრას და თავიდან დაგებას.

ცნობისთვის,  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად შეაფასა.