დამელოდე საქართველო! - 9 წლის ქართველი ბიჭის ემოციური წერილი, რომელიც გენერლობაზე ოცნებობს

22:33 08-12-2019
136

საჩხერის N1 საჯარო სკოლა, პატარა ლუკა ტოროშელიძის წერილს აქვეყნებს. 

ლუკა წერილში ყვება, რომ მას გენერლობა სურს. საკუთარ სოფელში, მამიდებთან გადასასვლელად კი მან საბუთი გააკეთოს, რა დროსაც მოუწევს იმის თქმა, რომ ლუკა ქართველი არაა და ის რუსია. 

„მე მინდა გამოვიდე პროფესიით გენერალი. მინდა ვიდგე პერევის საზღვარზე, გავწვრთვნა ბევრი ჯარისკაცი. მინდა ჩემი გაწვრთვნილი ჯარისკაცები ჩემსავით, გმირები და თავდადებულნი იყვნენ. მე პერევის საზღვარზე იმიტომ მინდა დადგომა, რომ ის ჩემი სოფელია და ვხედავ, როგორ დადიან საზღვარზე ეს რუსები. არ მიშვებენ ჩემს მამიდებთან, ერთხელ მინდოდა საბუთის გაკეთება, მაგრამ ბებომ მითხრა, რომ მაგისთვის საჭიროა თქვაო, რომ მე ქართველი არ ვარ მე ვარ რუსიო. შემდეგ თავი დავანებე. მე ვხედავ ქართველი ჯარისკაცები, როგორ იცავენ საზღვარს. მე მინდა მათზე უკეთესი ვიყო, საქართველოს უფრო გავადიდებ. გენერალი ბრძოლაში კურთხეულად მოკვდება. გენერალი თავის სამშობლოს არასოდეს უღალატებს. აი ასეთი ვიქნები მე. დიახ მე ქართველი ვარ ვამაყობ კიდეც ამით! დამელოდე საქართველო. ლუკა ტოროშელიძე! გენერალი“, - წერია წერილში, რომელიც ლუკას ხელითაა დაწერილი.