სენაკში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება

12:12 08-12-2019
16

სენაკში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა თავად ზაზა ფაჩულიამ ჩადო. ცერემონიაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.