დედამიწას ხეოფსის პირამიდის ზომის „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება

08:51 08-12-2019
104

აგვისტოს ბოლოს დედამიწას ხეოფსის პირამიდის ზომის „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი მიუახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ NASA ავრცელებს.

ასტეროიდ 2019 OU1-ს დიამეტრი 160 მეტრია.

28 აგვისტოს აღნიშნულ ასტეროიდსა და დედამიწას შორის მანძილი 1 მილიონი კილომეტრი იქნება.