გოგო, რომელიც სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ორსულად იყო

00:57 08-12-2019

რუსთავში 23 წლის გოგო სახლში გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ის საძინებელ ოთახში გარდაცვლილი ნახეს.
სააგენტო წერს, რომ გარდაცვლილის დედის თქმით, გოგონა ორსულად იყო. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ თრომბია.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო.

წყარო: „ინფო რუსთავი“