გორში საფეხბურთო მატჩისას გულშემატკივარი ქალი გარდაიცვალა

22:24 08-11-2019

გორში, გორის „დილასა“ და თბილისის „ლოკომოტივს“ მატჩის დროს, ქალს გულის შეტევა დაემართა.

გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკა „გორმედის" ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში გულის გაჩერებით შეიყვანეს.