საქართველოში შეჭრით პუტინმა საკუთარი მოტივები დაგვანახა - რესპუბლიკელი კონგრესმენი

20:28 08-11-2019
109

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საქართველოს ომის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი შეფასებით, საქართველოში რუსული ჯარის შეჭრამ მსოფლიოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნამდვილი ზრახვები დაანახა.

ათლწლეულებია, რუსეთი ახდენს პროვოკაციას და თავს ესხმის დასავლურ ინსტიტუტებს და ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. 11 წლის წინ რუსეთმა საქართველოზე თავდასხვმა განახორციელა და მსოფლიოს პუტინის რეალური მოტივი აჩვენა, გაანადგუროს დემოკრატია ყველგან, სადაც კი შეძლებს. შეერთებული შტატები და ჩვენი თავისუფლების მოყვარე მოკავშირეები უნდა აღუდგნენ წინ რუსულ აგრესიას და მორალურობის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის უხეშ უგულველყოფას... ამ კვირას, როცა ჩვენ ხუთდღიან ომს ვიხსენებთ, მოდით, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა ქართველ ხალხს“,- აღნიშნა კონგრესმენმა.