ვინ არის ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი

18:40 08-11-2019
19

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა, მომხდართან დაკავშირებით განცხადება სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი პატიმარი ისრაელის მოქალაქეა.

ისრაელის მოქალაქეს, რომელიც პოლიციამ 3 აგვისტოს დააკავა, ისრაელში გაუპატიურების საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული და დაწყებული იყო მისი საექსტრადიციო პროცედურები.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის სასამართლოში ის შეუძლოდ გახდა, თუმცა ექიმებს რაიმე პათოლოგია არ დაუფიქსირებიათ.

10 აგვისტოს გამთენიისას თანამესაკნემ მამაკაცი გარდაცვლილი ნახა. მიმდინარეობს გამოძიება.

დამატებით დეტალებს უწყება არ ავრცელებს.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე