რუსთავში ახალგაზრდა ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

14:35 08-11-2019

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 35 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო დაა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. გამოძიება 115 მუხლით დაიწყო.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.