სოფო ბათილაშვილმა „ბერკლის“ სამუსიკო სკოლის 100 000 დოლარიანი გრანტი მიიღო

20:02 08-10-2019
1187

სოციალურ ქსელში პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი პოსტს აქვეყნებს.

მომღერალი საბაკალავრო პროგრამას „ბერკლის“ სამუსიკო სკოლაში გაივლის. გამოცდების წარმატებულად ჩაბარების შემდეგ, მან გრანტი მოიპოვა და სოფო ბათილაშვილი 100 000 აშშ დოლარით დაფინანსდა.

„ასეთი ამბავია! 
გავიარე გამოცდა და 4 წლიან ბაკალავრზე სასწავლებლად ჯამში 100 000$-ით დამაფინანსა ბერკლიმ“ - წერს მომღერალი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური