ნიკა გვარამიას საქმის მასალები - ფოტო

11:12 08-10-2019
107

„გადმოგვცეს საქმის მასალები. უკაცრავად, ამის წაკითხვა, დამუშავება და ანალიზი და ამის საფუძველზე ბრალის წარდგენა როგორ მოასწარით ერთ კვირაში? საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia“ - წერს ნიკა გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე და საქმის მასალების ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოდან ჩანს, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითია.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საქმეზე გუშინ ბრალი წაუყენა.

საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ გვარამიამ კომპანიას 6 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა.

ბრალდების შესახებ დადგენილება რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს გუშინვე ჩაბარდა, რომელიც ნიკა გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლისთანავე დახია.

ის პროკურატურის ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს და ამბობს, რომ გირაოს შუამდგომლობის შემთხვევაში, თანხას არ გადაიხდის:​ ან თავისუფლება, ან პატიმრობა- აცხადებს ნიკა გვარამია.

ჯერჯერობით უცნობია როდის მიმართავს თადუმაძის უწყება საქალაქო სასამართლოს პროცესის ჩანისვნის თაობაზე და აღკვეთის რა ღონისძიებას მოითხოვს ბრალდება