სამხარაულის ექსპერტიზამ ოქრუაშვილი-ქიბარის დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა არ დაადასტურა

11:52 08-09-2019
5402

სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ოქრუაშვილი, ქიბარ ხალვაშის დოკუმენტტთან დაკავშირებით დასკვნა დადო.

დოკუმენტში, რომელიც „პრაიმტაიმმა“ გასაჯაროებამდე მოიპოვა, წერია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.

„ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია, არ ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ“- წერის დოკუმენტში./

გარდა ამისა, ქართველ სპეციალისტებს გერმანელი კოლეგების დასკვნაში ეჭვი შეაქვთ.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. მისი მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა.

კომპანიის დღევანდელი მფლობელი, ქიბარ ხალვაში ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. 

მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. 

 

ავტორი: თორნიკე ხურციძე