“გახარია წადი” სტენსილის გაკვრისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ მერიაში განცხადება შეიტანა

17:41 08-08-2019
24

“გახარია წადი” სტენსილის დახატვისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შეიტანა. სიჭინავა ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ზუსტად ის მუხლი დაარღვიეს, რითაც მას აქვს ბრალი წაყენებული: ” როგორც მე დამაჯარიმა გიორგი გვილავამ, ზუსტად ისე უნდა დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებიც, რადგან იმათაც დაარღვიეს 150-ე მუხლის მეორე ნაწილი, თუ წარწერის გაკეთება დანაშაულია, მისი გადაღებვა და ნახატის დატოვებაც დანაშაულია”- აღნიშნა მარიამ სიჭინავამ.

ახალგაზრდების ჯგუფი 2 დღის წინ ზუგდიდში “გახარია წადი” წარწერით სტენსილებს აკრავდა, რა დროსაც მოხდა ერთ-ერთი აქტივისტის მარიამ სიჭინავასთვის ოქმის გამოწერა. სიჭინავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას, გამეორების შემთხვევაში.

ავტორი: თეა შონია