ლანჩხუთში ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

13:33 08-08-2019
378

რამდენიმე წუთის წინ ლანჩხუთის ცენტრში, ყოფიკი უნივერმაღის შენობის წინ პოლიციამ ერთი პირი დააკავა და ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციის განყოფლებაში გადაიყვანეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი თურქეთიდან დაბრუნდა და ახლობელს დაუკავშირდა, რათა სახლში ცოლ შვილთან მანქანით წასულიყო, რა დროსაც მას პოლიცია მიუახლოვდა და შეჩერება მოთხოვა.

„პრაიმტაიმს“ შსს სამინისტროდან აცნობეს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება

„ჩვენ შევაჩერეთ საქართველოს მოქალაქე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 260 მუხლით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული ნივთერების შეძენა შენახვას, სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

 

ავტორი:ლაშა სარჯველაძე