ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1713271892

როცა ჩვენს ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როცა უკრაინის ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს. ამის შესახებ მან PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის შეიარაღება, რათა წარმატებით აღუდგეს წინ რუსეთის შემოჭრას - ასეთ პირობებში კი ოკუპანტები ყოველდღიურად უკრაინულ ჯარს უკან დახევენ.„გულწრფელად გეუბნებით, მოკავშირეების, კერძოდ, აშშ-ის დახმარების გარეშე გამარჯვების შანსები არ გვექნება. ჩვენ მტერზე გაცილებით ძლიერები უნდა ვიყოთ. დღეს ჩვენს ერთ საარტილერიო ჭურვზე მტრის 10 ჭურვი მოდის. შეგვიძლია, ასეთ პირობებში ვიდგეთ? არა. თვითმფრინავების შეფარდება ერთი 30-თანაა. როგორ უნდა ვიომოთ? ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს და არც 300-500 თვითმფრინავს. სხვათა შორის, რუსეთი 300 თვითმფრინავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს! ამ სტატისტიკით ისინი ყოველდღე ჩვენ უკან დაგვხევენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, იმისათვის, რომ უკრაინამ დაიცვას ის ტერიტორიები, რომლებსაც ახლა აკონტროლებს, საჭიროა, რომ 10 რუსული ჭურვის პირისპირ უკრაინას ასევე 10 ჭურვი ჰქონდეს.

საფრანგეთის ელჩი

პოლიტიკა 1713271748

საქართველოს შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს, ჩვენ და სხვა მეგობრები ვეუბნებით, რომ კანონპროექტი, რომელიც განიხილება, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს - საფრანგეთის ელჩი

საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს, ჩვენ და ასევე საქართველოს სხვა მეგობრები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მისი გაწევრიანება, ვეუბნებით საქართველოს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.ელჩის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს.„საქართველო არის სუვერენული ქვეყანა. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და საქართველოს შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს. რისი თქმაც შემიძლია, როგორც საფრანგეთის მთავრობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელს, არის ის, რომ საქართველოს მივესალმებით ევროკავშირის ოჯახში. ჩვენ და ასევე საქართველოს სხვა მეგობრები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მისი გაწევრიანება, ვეუბნებით საქართველოს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ასე რომ, გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია. როგორც აღვნიშნე, კანონპროექტი საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს, ჩვენ არ ვართ ის, ვინც კანონების შესახებ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს“, – განაცხადა ელჩმა.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713271529

საქართველოში ეკლესიის, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება - მამუკა მდინარაძე

რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს საქართველოში არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„გამჭვირვალობის მიზანი ერთგვარი თვითმიზანი არ არის. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როდესაც ქვეყნები უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას საკუთარ ქვეყანაში და ამას კანონით არეგულირებენ, აქ მხოლოდ საჯაროობა და გამჭვირვალობა არ არის კანონის მაინცდამაინც განსაკუთრებული მიზანი. საუბარია იმაზე, რომ გარდა კარგი საქმეებისა, რასაც ენჯეო სექტორი აკეთებს, მათ დააზღვიონ და სხვა საკითხების პრევენცია მოახდინონ. საქართველოში ასეთი საკითხების პრევენცია შეიძლება შეეხებოდეს მაგალითად პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, რელიგიური ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას, პარტიების რადიკალურ-რევოლუციური მიზნების დაფინანსებას. ეს არის ის თანმდევი რისკები, რაც ახლავს ნებისმიერი ქვეყნიდან სამომავლო პერსპექტივაში შემოსული გრანტების დაფინანსებას. ავიღოთ პირობითად, 60-70% თუ ხმარდება კარგ საქმეს, შესაბამისად, დანარჩენი 30% ხმარდება სავარაუდოდ ისეთ საქმეებს, რომლებიც მიმართულია არალეგიტიმური მიზნებისკენ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ. მაგალითად რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს საქართველოში არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება. ბევრჯერ მოგვისმენია, გვინახავს მაგალითად „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, ISFED-ის გაყალბებული, პარალელური დათვლის მონაცემები, ისინი ყველა დაფინანსებული გახლდნენ გარე აქტორების მიერ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

დედაქალაქი 1713270577

გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტს უმასპინძლა. მინისტრმა კომიტეტის დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობდა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილა. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ კონტექსტით ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, სამხედრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზება, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, რაც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ზრდის თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.საუბარი შეეხო სამმხრივ თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

safrangeti

პოლიტიკა 1713270546

საფრანგეთი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციის მიწვევას გეგმავს - მედია

საფრანგეთი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციის მიწვევას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.როგორც ფრანგული რადიოსადგური Europe 1 თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთის წარმოდგენილი იქნება ნორმანდიაში ივნისის დასაწყისში დაგეგმილ ცერემონიალზე, თუ მოსკოვი მიიღებს პარიზის მიწვევას.მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთი მიწვევის გაგზავნას საფრანგეთში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აპირებს.ამასთან, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პეკსოვმა განაცხადა, რომ რუსეთს საფრანგეთისგან საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრების ოფიციალური მიწვევა არ მიუღია.მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრო ნორმანდიაში გადასხდომის 70-ე წლისთავის ღონისძიებებს.