44 წლის დი კაპრიომ 22 წლის შეყვარებულს ხელი სთხოვა - ვინ არის მსახიობის რჩეული

12:05 08-07-2019
825

ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო, ლეონარდო დი კაპრიო, სანდო წყაროს ინფორმაციით, მალე თავისუფლებას დაემშვიდობება და დაქორწინებულ მამაკაცთა რიგებს შეუერთდება.

width=600

ამბობენ, რომ მსახიობის რჩეული 22 წლის არგენტინელი მოდელი და მსახიობი კამილა მორონეა, რომელთანაც ლეოს, უკვე ერთი წელია, რომანტიკული ურთიერთობები აქვს.  

თავად მსახიობს, არ მოსწონს, მის პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ცნობილია, რომ მან თავის ახლო მეგობარს ბრედ პიტს, გააცნო კამილა და რჩევაც კი სთხოვა.

width=600

პიტს მორონე იმდენად მოეწონა, რომ მან ლეოს ურჩია, არ გადადო წინადადების შეთავაზება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი სილამაზე შეიძლება ვინმემ წაართვას.

width=600

როგორც ჩანს, დიკაპრიომ ყურადღება მიაქცია უფროსი მეგობრის რჩევას და შეყვარებულს ხელი და გული შეთავაზა.

width=600

დასავლური მედიის ინფორმაციით, მორონე სავარაუდოდ ფეხმძიმედ არის და ახლო მომავალში, ლეონარდოს მამას გახდის. ბოლო დროს ყველა წვეულებაზე, კამილა, განიერი სტილის კოსტუმებში პოზირებდა და ალკოჰოლურ სასმელებზე, კატეგორიულ უარს აცხადებდა.

რამდენიმე ხნის წინ, კამილამ „Instagram“- ის გვერდზე, გამოაქვეყნა რომანტიკული ფოტო, რომელზეც გამოსახულია ამერიკელი მსახიობები - ჰამფრი ბოგარტი და ლორენ ბეკოლი, რომლებსაც ოცდახუთი წლის ასაკობრივი სხვაობა ჰქონდათ და რომელთაც „სიგიჟემდე“ უყვარდათ ერთმანეთი.

”მსგავსი სიყვარული”, - წერს მოდელი ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ პირველად წყვილის ქორწინების შესახებ ინფორმაცია, 2018 წლის აგვისტოში გავრცელდა. ლეომ და კამილამ ერთმანეთი, 2017 წლის დეკემბერში გაიცნეს, ხოლო 2018 წლის იანვარში, ისინი პირველად ჟურნალისტებმა დაფიქსირეს.

 

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე