ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

დედაქალაქი 1713862551

ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები ეწყობა. კერძოდ, სამუშაოები წყნეთის ქუჩა N1-სა და N14-ში, ასევე, ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტალში, ჟღენტის ქუჩასა და ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.სკვერები და სტადიონები შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი - განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო-გასართობი მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის კი - ფიტნეს-ზონა და კომბინირებული მოედნები. სკვერებში, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.აღნიშნული პროექტებისთვის, ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 606 000 ლარი დაიხარჯება.

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1713862536

29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული შეკრება, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა - როგორ აფასებს ოპოზიცია ინიციატივას

29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული შეკრება, ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია ინიციატივას ისევ დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს.პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, საჯარო მოხელეები იძულებით ჩამოიყვანოს თბილისში."ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და გამართოს აქცია. მაგრამ, მთავარი კითხვაა, ვის უტარებს აქციას. რაც არ უნდა ძალით, ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ, ყველამ ხომ ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ.მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, მათ შანტაჟს და დაშინებას უპასუხეთ ძლიერი პასუხით, რომ არ გემორჩილებით და ყველას დაგიდგებით გვერდში", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილმა."ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც სჭირდება თავისი ლეგიტიმაციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისთვის ხალხის ქუჩებში იძულებით გამოყვანა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ გადაწყვეტილების არჩევნებით მინიჭებული, თავის დროზე ლეგიტიმაცია უკვე შერჩენილი აღარ აქვს", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

დაკავება

სამართალი 1713862243

უკრაინაში, კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად "ქართველი" დააკავეს

ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 25 წლის კრიმინალურ "ავტორიტეტს" შალვა ბერიშვილს, მეტსახელად "ქართველს" - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.დაკავებულს ბრალი წარედგინა კრიმინალური გავლენის გავრცელებისა და ნარკოტრაფიკის მუხლებით. ბრალს არ ეთანხმება დაკავებული, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ასაჩივრებს.გავრცელებული ინფორმაციით, ბერიშვილის სახელი ფიგურირებს ივანო-ფრანკოვსკის ცენტრში, 2024 წლის იანვარში, ცემისა და სროლის საქმეშიც. დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი, ფული და საკრედიტო ბარათები.

მიწისძვრა

მსოფლიო 1713862155

ორი მიწისძვრა ტაივანში - ბიძგებმა 6 მაგნიტუდას გადააჭარბა

ორი მიწისძვრა ტაივანში - ბიძგებმა 6 მაგნიტუდას გადააჭარბა. შედეგად, ორი მრავალსართულიანი შენიობა ჩამოიშალა. ამ დროისთვის, გარდაცვლილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კუნძულზე თვის დასაწყისში დამანგრეველი- 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 13 და დაშავდა ათასამდე ადამიანი. სეისმოლოგების განცხადებით, კუნძულზე თვის განმავლობაში ასამდე ბიძგი დაფიქსირდა.

სალტა

მსოფლიო 1713862124

გახმაურებული საქმის შოკისმომგვრელი დეტალები - ყველაფერი მკვლელობის დღის შესახებ

სასამართლოს მორიგ სხდომაზე ცნობილი გახდა 31 წლის ქალის, სალტანატ ნუკენოვას წამების შემზარავი დეტალები . მთელი ამ ხნის განმავლობაში, მეუღლის წამებით მოკვლაში ბრალდებულის , კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში ინახებოდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის გახსნაზეც  ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. ვიდეო ფაილების ყურებისას გარდაცვლილის ძმამ ცრემლები ვერ შეიკავა და სალტანატის ერთ-ერთ წარმომადგენელს კი ექიმების დახმარება დასჭირდა.მოსამართლემ გახსნა 9 ნოემბრით დათარიღებული ბოლო 12 ვიდეოჩანაწერი. როგორც ჩანს, ვიდეოები გადაიღო პირადად ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. იქ აღმოჩენილმა ბევრი შოკში ჩააგდო.12-ივე ვიდეოში ჩანს, როგორც შეურაცხყოფს და სცემს ბრალდებული გაშიშვლებულ ქალს ჯერ რესტორნის კუპეში, შემდეგ კი ტუალეტში. ის მაშინაც კი განაგრძობდა ქალის წამებას, როცა 31 წლის სალტანატს თვალები და სახე ისე ჰქონდა დასიებული, რომ თვალის გახელა აღარ შეეძლო.ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.