ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713455606

დასახელდა ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშნები

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც წარმოუდგენელი ინტელექტი აქვთ. მათ შეუძლიათ მარტივად იპოვონ გამოსავალი ნებისმიერი პრობლემისგან, თუნდაც ყველაზე რთული იყოს ის. სასწორებისასწორი ზოდიაქოს იმპულსური ნიშანია და ძალიან ემოციურია, ამიტომ ხშირად სჩადიან იმპულსურ ქმედებებს. ამავე დროს, მათ აქვთ უნიკალური თვისება - ისინი ყოველთვის იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს, თუმცა სწრაფად. ბევრს უკვირს სასწორის ეს ხარისხი, მაგრამ ეს მათ საშუალებას მისცემს მიაღწიონ წარმატებას ყველა საკითხში, განსაკუთრებით კარიერაშიქალწულიზედმიწევნითი ქალწულებს ყოველთვის ყველაფერი სრულყოფილებამდე მიჰყავთ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. ამის მისაღწევად, ისინი მზად არიან გაწირონ დრო, ენერგია და რესურსები. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ისინი წარმატებას მიაღწევენ უმაღლეს დონეზე, რადგან მათ, სხვა საკითხებთან ერთად, აქვთ მაღალი ინტელექტი. ბავშვობიდან კითხვის მოყვარულნი არიან, რაც მათ ჰორიზონტსაც უვითარებს.თხის რქაკიდევ ერთი ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი არის თხის რქა. ეს ადამიანები ბავშვობიდანვე ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაციის შესწავლას სრულიად განსხვავებული სფეროებიდან. ეს საშუალებას აძლევს მათ აღიარონ ბევრი რამ. მათ შეუძლიათ მარტივად გააგრძელონ ნებისმიერი საუბარი. ეს მათ მუშაობაშიც ეხმარება, რადგან მათი ინტელექტის წყალობით, ისინი აღწევენ შესანიშნავ შედეგებს.

სვიმონ ჯანგულაშვილი

პოლიტიკა 1713455378

"საზოგადოება ქართული"-ს საინიციატივო ჯგუფის წევრი, სვიმონ ჯანგულაშვილი - ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ

 „ძალიან მძიმე ამბავი იყო 26 მაისი. იმიტომ, რომ თუკი კიდევ რაღაც პროპაგანდისტული ახსნა ჰქონდათ 7 ნოემბერს და მანამდე რასაც აკეთებდნენ, იმ 26 მაისს ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო სისხლიანი ძალა“ - ამის შესახებ "საზოგადოება ქართული"-ს საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დირიჟორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევას და დარბევის დროს განვითარებული მოვლენებს იხსენებს.ჯანგულაშვილი იმ ხელოვანების ნაწილზე საუბრობს, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ჯილდოები მიიღეს და რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის ყოფნას აპროტესტებენ. ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი ხელოვანების მხრიდან, ჯანგულაშვილს სჯერა, რომ კოლეგებმა, ვინც მაშინ იქ იყვნენ, არ იცოდნენ, რომ იმ ღამით ადამიანები დაიღუპნენ.„მე მაინც მგონია რომ ჩემი კოლეგები, ვინც მაშინ იქ იყვნენ, მათ უბრალოდ არ იცოდნენ, რომ იქ ადამიანები დაიღუპნენ. არ მჯერა, რომ ისინი ამას შეძლებდნენ და ამიტომ, ვინც იქ მივიდა მაშინ და ჯილდო მიიღო, ან იცეკვა, ან იმღერა, მათ ამის გამო ბოლომდე ვერ გავაკრიტიკებდი იმიტომ, რომ პროპაგანდის მსხვერპლი იყვნენ მაშინაც. მაგრამ დღეს, როდესაც ამდენი წელი გავიდა და ამდენი რამ გავიგეთ იმ ძალაზე და როდესაც ზუსტად ვიცით, რომ რაც არ უნდა ეს ხელისუფლება არ მოგწონდეს და ეჭვები გქონდეს, იქ არათუ ეჭვები, დამტკიცებულია, რომ მოხდა დანაშაული და ამის გამო ზოგმა მოიხადა სასჯელი და ზოგმა არ მოიხადა. ჩემი აზრით, ძალიან ლმობიერი იყო ეს სასჯელი, ვინც მოიხადა. ამის მერე, ამ ძალის მხარდაჭერას ახსნა არ აქვს. მე ზოგიერთი ჩემი მეგობარი ძალიან მიყვარს და პირდაპირ მაინც ვერ ვიტყვი იმ მძაფრ აზრს, რაც მებადება გულში, მაგრამ რა თქმა უნდა ისინი ძალიან მწარედ ცდებიან.“-აღნიშნა ჯანგულაშვილმა.ჯანგულაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შეიძლება ვიღაცას ილუზია აქვს, ახლა რომ მიტინგები იმართება, მთელი ერია გამოსული, მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მთელი ერი, ქართველთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგია.„შეიძლება ვიღაცას ილუზია აქვს, გუშინ რომ მიტინგი იყო, ახლა რომ მიტინგები იმართება, ეს მთელი ერია გამოსული და ამით იმართლებენ ამ შეცდომას, მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მთელი ერი. ქართველთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგია და ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, ხალხის მწამებლების და 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ. მაშინ მთელი საქართველო შეცდა, უმრავლესობამ ხმა მისცა ამ ძალას და ყველას უნდოდა ცვლილებები. ვინც მაშინ ცდებოდა კიდევ აქვს ამას ახსნა. დღეს, როგორც მაშინ, რაც არ უნდა ჩაედინა სააკაშვილის თაობას, შევარდნაძის და მხედრიონის მობრუნება არავის უნდოდა. ზუსტად ასეა, დღეს ქართველთა უმრავლესობას არ სურს ამ სისხლისმსმელების მობრუნება. ის ახალგაზრდობა, რომელიც პროპაგანდით არის მოტყუებული, ან რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ამ ხელისუფლებას რუსეთისკენ მიჰყავს და ამას აპროტესტებს, არავის გვინდა რუსეთი. ჩვენ გვინდა რუსეთთან რაღაცნაირად ურთიერთობის დალაგება, რომ ომი არ დაიწყონ, არ დაგვბომბონ და არ გადაგვიარონ, მაგრამ არავის გვინდა, რომ ვიყოთ რუსეთის მონები. მაგრამ ის ახალგაზრდობა, რომელიც რუსთაველზეა, არ არის მთელი საქართველო. ეს არის შეიძლება ყველაზე აქტიური, შეიძლება ყველაზე გულწრფელიც, მაგრამ ეს არის ერთი მცირე ნაწილი და ეს კარგად უნდა ახსოვდეთ იმ მომღერლებს, იმ მოცეკვავეებს, პოეტებს, მწერლებს და ვაი მწერლებს, სხვათა შორის, ლაშა ბუღაძეს ვგულისხმობ, და იმ მთელ წერს, როდესაც ასე ქედმაღლურად გველაპარაკებიან“-განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

ამინდი

საზოგადოება 1713450829

ამინდი უარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.ქ. თბილისში 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ტაბულას რედაქტორი

პოლიტიკა 1713450828

თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის ნაწილზე: მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან

 “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მითითებულია „ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანი განცხადება“ და აღნიშნა, რომ ეს არის ოპოზიციური პარტიების არა ერთობლივი, არამედ ნაწილის განცხადება.მისივე თქმით, მომხრეა განცხადებაში მითითებული პარტიები გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. მანვე აღნიშნა, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ ტყუილებით. „ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება. ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება - მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით. თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები“, - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 უახლოესი დღეების პროგნოზი

faceამბები 1713450761

„მესაუბრე ისე, როგორც ქალს...“ - ვინ გააღიზიანა მერიემი

რას ნახავს მაყურებელი დღეს „პრაიმ ჰაუსში“. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მერიემი მაზანამ გააღიზიანა. ნახეთ, ვიდეო: