ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714021498

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია. ირაკლი კობახიძე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნება. მთავრობის მეთაური კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვა.ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან.

9 წლის ბრიტანელი

ტაბლოიდი 1714021382

თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 9 წლის ბრიტანელი გახდა

9 წლის ბრიტანელმა ბიჭმა კუპერ უოლესმა დერბიშირიდან თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, ჩემპიონატი ტრადიციულად ბელგიაში ჩატარდა. უოლესი იუნიორთა კატეგორიაში ასპარეზობდა. კუპერი ამ ჩიტებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთხელ, პლაჟზე სეირნობისას მას თოლიამ უკბინა. მაშინ ბიჭმა გადაწყვიტა, რომ „ადამიანი-თოლია“ გახდებოდა, ისევე როგორ ცნობილი გმირი პიტერ პარკერი გახდა ადამიანი-ობობა, მას შემდეგ რაც მას ამ მწერმა უკბინა.კუპერმა შესაძლო 100 ქულიდან 92 მიიღო. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ ბიჭმა თოლიების კივილის რამდენიმე ვარიაცია უბადლოდ შეასრულა. ისევე როგორც ჩემპიონატის მონაწილეთა უმეტესობა, კუპერი ტურნირზე თოლიის კოსტიუმში გამოწყობილი მონაწილეობდა.თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის პირველი ჩემპიონატი 5 წლის წინ ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ადამიანებში თოლიების აღქმის გაუმჯობესება.

ევროპარლამენტი

მიმოხილვა 1714020695

საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის

 მკაცრ რეზოლუციას საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის. "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" ხელახლა წარდგენისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობა" - ასეთი სათაური აქვს დოკუმენტს, რომელზე ხმის მიცემის პროცესიც დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს სადავო კანონპროექტს, რადგან ის აწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ამასთან აღნიშნულია, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს. ჩანაწერის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ რეზონანსული ინიციატივა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს არ შეუშლის.

შუქი

საზოგადოება 1714019962

ვის გაეთიშება დღეს დენი

 თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება.შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული  უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, შალიკაშვილის, ნოზაძის, ენუქიძის, ბობ უოლშის, კვიჭიძის,  სოლოღაშვილის, ჩოხელის და  გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის გამზირის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26  მაისის მოედნის, შარტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, ბროლოსანის,კოსტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ცინცაძის, შროშის, საბურთალოს, იოსებიძის, გოძიაშვილის,  იასამნის, ბროწეულის, გაგარინის, გელოვანის, კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ისაკაძის,  არდაზიანის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, იური ანუას,  ოდესის,  ოდიშელიძის,  ვეძისის და საირმის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის VI კვარტლის, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების  მოსახლეობას.გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის, ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ილორის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნოე რამიშვილის და არარატის ქუჩების მოსახლეობასსამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, წმინდა ბარაბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების, თაყაიშვილის, დავითაშვილის, თრიალეთის, ხომლელის,  მზითაგორის, კალოუბნის, ქიზიყის, ბაღდავაძის,  ლორთქიფანიძის, კაიროს და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ასათიანისქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის, აბულაძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  წავკისის, რუთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოჯრის ახალი გზის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, მარო  მაყაშვილის და  ასათიანის  ქუჩების  მოსახლეობას. დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ქსნის, თევდორე  მღვდელის, გაფრინდაშვილის, ვანის, სანაპიროს და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

amindi

საზოგადოება 1714018959

დღეს ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს - გაფრთხილება ამინდის შესახებ

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, საზოგადოებას ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებს!„ტემპერატურის მატება გაგრძელდება! ზოგადი მდგომარეობა - მეტეოროლოგიური შეფასებების მიხედვით; ჰაერის ტემპერატურა, რომელიც სეზონურ ნორმებს აღემატება ჩვენს ქვეყანაში, მატულობს და დღეს მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს; ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში სეზონურ ნორმას 3-5 გრადუსით გადააჭარბებს, ხოლო სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე 8-10 გრადუსით მაღალი იქნება.როგორც ვხედავთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება ძირითადად დასავლეთ საქართველოს ეხება!მოსალოდნელი ყველაზე მაღალი ტემპერატურა (C);ბათუმი, ქობულეთი: +34 +36ოზურგეთი ჩოხატაური, ლანჩხუთი : +34 +36სოხუმი, ფოთი, ანაკლია: +33 +35ქუთაისი: +34 +36ზუგდიდი: +35 +37თბილისი: +31 +33თელავი: +28 +30ასევე ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს - მთიან და მაღალმთიან ზონაში.გაითვალისწინეთ - მაღალი ტემპერატურის გამო, ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები, ფრთხილად უნდა იყოთ ღია სივრცეში მზეზე ყოფნისას 12-დან 16 საათამდე, რაც დღის ყველაზე ცხელი საათია.ასევე გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში, აპრილის ბოლოს არ არის უჩვეულო და მსგავსი სიტუაციის შექმნა არც ისე იშვიათია.მაგალითისთვის; 1957 წლის - 16 აპრილს ბათუმში +38.7 გრადუსი იყო, 1998 წლის 12 აპრილს +36.3, 1970 წელს +36,4/ გისურვებთ დიდებულ და ხალისიან დღეებს“,- წერს კობა ფარტენაძე.