400 სკოლას წლის ბოლომდე WI-FI ექნება - მიხეილ ბატიაშვილი

17:38 08-02-2019
21

განათლების სამინისტრო უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტად სკოლების ინტერნეტიზაციას ასახელებს.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, პროცესი აქტიურ ფაზაშია და წლის ბოლომდე 400 სკოლის აღჭურვა მოხდება უკაბელო ინტერნეტით.

მისივე თქმით, ინტერნეტიზაცია ეხება, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების სკოლებს. 

„პროცესი აქტიურ ფაზაშია და წლის ბოლომდე მოხდება 400 სკოლის აღჭურვა უკაბელო ინტერნეტით, ინტერიზაცია ეხება როგორც დედაქალაქს, ასევე რეგიონის სკოლებს“, - აცხადებს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.