ივანიშვილს უნდა იყოს დე გოლი, ან სტალინი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილია - ლევან ბერძენიშვილი ხელისუფლების სამ შეცდომას ასახელებს

17:36 08-02-2019
913

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი  ხელისუფლების სამ მთავარ პრობლემაზე საუბრობს და მათთვის რჩევის მიცემაზე უარს ამბობს.

 „არ არის საინტერესო მივცე ხელისუფლებას რჩევა, როდესაც დაინტერესებული ვარ მათი დამარცხებით“- აცხადებს  ბერძენიშილი. 

„პრაიმტაიმის“ შეკითხვაზე, რა არის ხელისუფლების სამი მთავარი შეცდომა, ლევან ბარძენიშვილი პასუხობს: 

გიორგი გახარაია- მთავრობის პირველი პრობლემა

„მთავრობის პირველი პრობლემა  გიორგი გახარიაა მისი გადაყენება  ახალგაზრდების მოთხოვნაა. ახალგაზრდების,  რომელთა დაწყნარების გარეშეც ქვეყანაში წესრიგი არ იქნება. დღეს, ახალგაზრდები არიან საქართველოს მომავალი. საქართველოს მომავალი ბიძინა ივანიშვილი და ჩემი ხნის ხალხი არ არიან. ამიტომ, გახარიას გადაყენება არის აუცილებებლი და სასწრაფო“

 მეორე პრობლემა - რეპრესიები

“ რეპრესიები არავის  გაუვიდა საქართველოში. იმის დამტკიცება, რომ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა 20 ივნისს,  ამას ვერ შეძლებდა სტალინი თავისი რეჟიმით და მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილი. გავრილოვის ჩამოსვლის პირველივე წამში უნდა გადაეყენებინათ პარლამენტის თავმჯდომარე და ყველაფერი დამთავრდებოდა. მაგრამ ხელისუფლებაში ტვინი არ აქვთ.“

მესამე პრობლემა - საარჩევნო სისტემა

“არის დაპირება, რომ ისინი გადავლენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე,  მაგრამ იმ დროს, როდესაც მთავარ ოპოზიციურ პარტიას ეკამათები სასამართლოებში, აკავებ და აპატიმრებ, რა შეთანხმებაზე შიძლება იყოს საუბარი.“- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

სად დაუშვა ხელისუფლებამ მთავარი შეცდომა

„როდესაც ხელისუფლებამ  ერთპარტიული ხელისუფლება ჩამოაყალიბა, მაშინ დაუშვა მთავრი შეცდომა. ამის შემდეგ  დაიწყო გადახრა რუსეთისკენ. ეს შეცდომა აღარ არის, ეს დანაშაულია.  ბიძინა ივანიშვილი გადაიხრება ხან ზევით, ხან ქვევით, ხან დასავლეთისკენ და ხან ჩრდილოეთისკენ. იმის მიხედვით, ვინ იქნება მისი მილიარდების დაცვის გარანტი.

ბიძინა ივანიშვილს უნდა იყოს დე გოლი, ან სტალინი, მაგრამ არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის პრობლემა. მან იმაზე მეტი გადაყლაპა, ვიდრე შეუძლია. კაცი, რომელმაც წერა კითხვა არ იცის წესიერად , მთელ ქვეყანას ჯიბეში ვერ ჩაისვამს.- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ავტორი: თორნიკე ხურციძე