17 წლის გოგო, რომელმაც პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადებების სამკურნალო კაფსულა შექმნა (ვიდეო)

15:21 07-30-2019
14

2019 წლის ივლისის დასაწყისში, ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში, 17 წლის გოგონას გამოგონების შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

width=600

უკრაინელი ემიგრანტების ქალიშვილმა სოფია ლისენკომ, პენსილვანიის შტატის ეგიდით ჩატარებულ Google– ის კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა. ექსპერტებმა აღიარეს, რომ მოსწავლის სამეცნიერო პროექტი საკმაოდ პერსპექტიულია.

width=600

ამ ეტაპზე, გოგონა თანამოაზრე მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, თავისი ხედვის რეალობად გადაქცევას ცდილობს. მთელი მსოფლიოს ექიმები დიდ იმედებს ამყარებენ სოფიას პროექტზე. ფაქტია, რომ ემიგრანტის გამოგონება, საბოლოოდ, საშუალებას მისცემს კაცობრიობას, ეფექტურად გაუმკლავდეს პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადებებს!

რთული ამოცანა

„boom.ms“-ის ინფორმაციით, მე -11 კლასის მოსწავლეს, ღრმა ბავშვობიდანვე იტაცებს მეცნიერება. რამდენიმე წლის წინ სოფიამ, საკმაოდ რთული ამოცანის ამოხსნას შეეცადა. გოგონამ, ადამიანის ტვინში ნარკოტიკების მიწოდების მეთოდის შემუშავების, საბოლოო გამოსავალი იპოვა!

”საქმე გართულებულდა, ე.წ. ტვინის გემატოენცეფალური ბარიერის არსებობით. იგი, უკიდურესად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს - ვირუსებსა და პათოგენებს, არ აძლევს ტვინის მოშლის შესაძლებლობლობას და ბლოკავს მათ. სამწუხაროდ, ანალოგიურად იგი ბლოკავს წამლებს, ტვინისთვის მისაწოდებლად“ - საუბრობენ სოფიას სამუშაოს დეტალების შესახებ.

რობო დნმ!

მრავალმხრივი ნიჭის მქონე სკოლის მოსწავლე, დაინტერესებულია ბუნებრივი და გამოყენებითი მეცნიერებებით, მათემატიკიდან ქიმიამდე და ფიზიკიდან, ბიოლოგიის სფერომდე. 

width=600

გოგონას მიერ მიღებულმა ცოდნის ერთობლიობამ, ხელი შეუწყო მას პრობლემის მოგვარებაში. სოფიამ შეიმუშავა რობოტული კაფსულა, რომლის ზომა არ აღემატება დნმ-ის ზომას!

რობოტი დნმ, ადვილად გაივლის გემატოენცეფალურ ბარიერს და შესძლებს აღმოფხვრას პრობლემები, რომელიც ტვინში წარმოიქმნა. და ასევე, ჭკვიანი აპარატი ადამიანის ორგანიზმს დაეხმარება სწორ პროგრამირებაში.

width=600

მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალება

მეცნიერები აღფრთოვანებულნი არიან, რადგან ასეთი მექანიზმი, საშუალებას მისცემს ტვინის სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მიღწევაში. მაგალითად, ლისენკოს გამოგონების წყალობით, დროთა განმავლობაში, კაცობრიობას შესაძლებლობა ექნება, სრულად განკურნოს ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებები!

სოფიას წინ ბევრი საქმე აქვს. ახლა გოგონა, კოლეგებთან ერთად, ავითარებს ალგორითმს, რომელიც ახალშობილებში ცერებრალური დამბლის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.

ნიჭიერი სკოლის მოსწავლე

კონკურსის ორგანიზატორები ერთმანეთს ლისენკოს შთაბეჭდილებებს უზიარებენ: ”ის ძალიან ლამაზი გოგონაა, მისი მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათმა შვილმა განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები”.

სკოლის დირექტორმა, სადაც სოფია სწავლობს აღნიშნა, რომ გოგონა, საკუთარი სურვილით თითქმის ყველა ადგილობრივ წრეზე დადის!

width=600

ლისენკოს ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში იმ დროს გადავიდა, როდესაც მათი ქალიშვილი მხოლოდ 3 წლის იყო. თუმცა, სრულიად მომწიფებული გოგონა ირწმუნება, რომ თუ მისი მშობლები დარჩებიან უკრაინაში, ის მაინც მეცნიერებას აირჩევს.

width=600

თუმცა, გოგონა აღიარებს, რომ აშშ  ის ქვეყანაა, სადაც მთელს მსოფლიოში ექსპერტებთან კომუნიკაცია, ბევრად უფრო იოლია!

ავტორი: რუსა ღვანიძე