1713355928
1713260837
VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓
1713376984
1709545140
„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
პოლიტიკა • 1713383465
მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია - პოლიტიკოსები პრემიერთან დალაპარაკებას ითხოვენ
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია.პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას მოითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრთან დალაპარაკებას ითხოვენ.ხდება შეხლა-შემოხლა პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის.
საზოგადოება • 1713382953
„ფეისბუკის“ ახალ წესთან დაკავშირებით, ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
ბოლო რამდენიმე საათია, სოციალურ მედიაში ვირუსულად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომელიც ფეისბუკის ახალ წესს უკავშირდება. „ფეისბუკ“ პოსტით ირკვევა, რომ აღნიშნული სიახლე მომხმარებლების კონფიდენციალურობის პირობას არღვევს და ჩვენი პერსონალური მონაცემები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება.აღნიშნულთან დაკავშირებით, META-ს განცხადება არ გაუვრცელებია, შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია, მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციაა:„არ დაგავიწყდეთ, ხვალ იწყება Facebook-ის ახალი წესი (aka... new name, META), სადაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ფოტოები. შეგახსენებთ, ბოლო ვადა დღესაა! მე არ ვაძლევ უფლებას Facebook-ს ან Facebook-თან აფილირებულ ნებისმიერ კომპანიას, გამოიყენოს ჩემი წარსული, ან მომავალი ფოტოები, ინფორმაცია, შეტყობინებები ან პოსტები.ამ დეკლარაციით ვაცნობ Facebook-ს, რომ კატეგორიულად აკრძალულია ამ პროფილის ან/და მისი შინაარსის საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება, ან რაიმე სხვა ქმედების განხორციელება.კონფიდენციალურობის დარღვევა ისჯება კანონით.შენიშვნა: Facebook ახლა არის საჯარო დაწესებულება. ყველა წევრმა უნდა გამოაქვეყნოს ასეთი შენიშვნა.ნებისმიერს შეუძლია დააკოპიროს და ჩასვას ეს ვერსია. თუ ერთხელ მაინც არ გააგზავნით განცხადებას, ეს უპირობოდ საშუალებას მისცემს გამოიყენოს თქვენი ფოტოები და ინფორმაცია თქვენი პროფილიდან და სტატუსის შეტყობინებებიდან. არ გააზიაროთ. დააკოპირეთ და ჩასვით“.
პოლიტიკა • 1713382665
მე მომხრე ვარ, აბა რა! - ამის შესახებ ,,კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მეცნიერება • 1713382118
ექიმებმა "ჩუმი" კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს
მუცლის მუდმივი შებერილობა, შესაძლოა, საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Daily Express კვლევით ცენტრზე Moffitt Cancer დაყრდობით წერს."მუცლის შებერილობის დროს, პაციენტის მუცელი შებერილი, მრგვალი და, შესაძლოა, მაგარიც კი იყოს. ხშირად ამას არასწორი დიეტას, საჭმლის მონელების პრობლემებს, ან სტრესს უკავშირებენ. თუმცა შესაძლოა, ეს სერიოზულ დაავადების მანიშნებელი იყოს", - განმარტეს ექსპერტებმა.ამასთან, მედიკოსების თქმით, დროდადრო მუცლის შებერილობა ბევრს აწუხებს და ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც სიმპტომი 3 კვირის განმავლობაში არ გადის.ექიმებმა აღნიშნეს, რომ საკვერცხის კიბოს ხშირად "ჩუმ დაავადებას" უწოდებენ, რადგან პაციენტებმა ხშირად არც კი იციან გამაფრთხილებელი ნიშნების საშიშროების შესახებ, რომელსაც ისინი გვიან ეტაპამდე ვერც კი ამჩნევენ. ამ ტიპის კიბოს სხვა სიმპტომებს შორის არის წონის აუხსნელი დაკლება, უკიდურესი დაღლილობა და შარდვის პრობლემები.
საზოგადოება • 1713381720
„თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“ - ვაჟა სირაძე
საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან თუ მოხდება რაიმე სახის გადაცდენა სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.„თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისთვის, არანაირი განკარგულება არ აქვს პოლიციას, გარდა ერთის, რომ დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ყველა სამართალდარღვევაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთების საშუალება არ გვაქვს, ვიმყოფებით ქუჩაში და ვმოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე. პოლიცია ადგილზეა პროპორციული ძალაა გამოსული და ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.