ხიდი, რომელიც მოქალაქეებმა მდინარეზე გადეს, უცხო პირმა გადახერხა

12:32 07-29-2019
2

ხიდი, რომელიც მოქალაქეებმა მდინარეზე გადეს, უცხო პირმა გადახერხა - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ჯმუხაძე წერს, რომელიც ამ ხიდის აგებაში იღებდა მონაწილეობას.

მისი თქმით, მდინარეზე ამ ხიდის გადება, უსაფრთხოების მიზნით მოხდა. 

„გახსოვთ სერია ფოტოებისა 10 დღე შხარასთან? მინდოდა დამესრულებინა სერია იმით, რომ საბოლოოდ ავაშენეთ ხიდი და მასზე გადასვლა უსაფრთხოა. კი ავაშენეთ ხიდი და მასზე გადასვლა მართლაც უსაფრთხო იყო, სანამ ღამე ვიღაცამ უბრალოდ არ გადახერხა და გაატანა მდინარეს“ - წერს ჯმუხაძე.