ვიდეოები

1713255098

VIDEO: აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, წყალქვეშ ახალი სახეობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, სალა-ი-გომესის წყალქვეშა ქედების გარემოს შესწავლისას, 160 სახეობა დააფიქსირეს, რომლებსაც ამ რეგიონში პირველად მიაგნეს. მათ შორის აღმოჩენილია 50 სახეობა, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.სამხრეთ-აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ტალღებიდან 800-1200 მეტრით ქვემოთ სპეციალისტებმა ფოტოსინთეზზე დამოკიდებულ ყველაზე ღრმად მობინადრე ორგანიზმს მიაკვლიეს. ეს Leptoseris-ის გვარში შემავალი მარჯანია. კიდევ ერთი საინტერესო ცხოველი მედუზის მსგავსი სიფონოფორია, სახელად Bathyphysa conifera. ასევე, აღსანიშნავია ლუმინესცენციური თევზი Stomiidae-ს ოჯახიდან.თითოეული მათგანი და საერთო ჯამში 100-ზე მეტი სახეობა, აქამდეც აღწერილი იყო. დანარჩენი 50 უცნობი სახეობა მეცნიერებმა უნდა გააანალიზონ. მათ, წყალქვეშა მთებთან ერთად, ორი ექსპედიციის განმავლობაში მიაგნეს."გასაოცარი ჰაბიტატები და ცხოველთა პოპულაციები, რომლებიც ამ ორი ექსპედიციის დროს აღმოვაჩინეთ, იმის მაგალითია, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ამ იზოლირებული არეალის შესახებ", — აცხადებენ მეცნიერები. 

წყალქვეშ, ახალი სახეობები აღმოაჩინეს

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1713259248

გუშინდელმა ინციდენტმა, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი- ეს ხალხი ხართ თქვენ, მავნებლები, ფულზე გაყიდულები და ქვეყნის მტრები - ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან გავრცელებულ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია დაიგეგმა.როგორც ექსპერტი წერს, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი.„ტვ. მთავარში ჩარიცხულმა ფულმა, რომელიც ლგბტ არასამთავრობოსთვის იყო განკუთვლილი ადრესატამდე მიღწია და დაიწყო მოქმედება. ამათ ლგბტ ადამიანები ისე აწუხებთ, როგორც მე ზურა ჯაფარიძის ჯანმრთელობა. აკი ნიკა გვარამიამაც განაცხადა მიზნობრიობის გარეშე ყოფილა ეს ფული. გუშინდელმა ინციდენტმა, რაც ელისაშვილმა იკადრა, დაგვანახა, რომ ეს არანაირი სპონტანური მოქმედება არ იყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და ამის შემსრულებელი იყო ის კაცი, რომელიც იფიცებოდა კაპიკი ფული არ მაქვს აღებული არასდროსო.დავიჯერო ახლა ეს? ეტყობა იმდენად უუნაროა, ფხიზელმა ვერ შეძლო დაკვეთის შესრულება და მთვრალს "გამბედაობა" მოემატა. აბა ფხიზელი მამუკას ამას ვერ გაუბედავდა.აი ეს ხალხი ხართ თქვენ, მავნებლები, ფულზე გაყიდულები და ქვეყნის მტრები, მაგრამ არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს!“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა

პოლიტიკა 1713258726

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა

2024 წლის 16 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მაღალი დინამიკა და მჭიდრო პარტნიორობა.ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შექმნილი ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე, რომლის ერთ-ერთ ხელშესახებ შედეგს ორ ქვეყანას შორის 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს.ჩინეთის მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე და თანმიმდევრულ პოზიციას ერთიანი ჩინეთის პრინციპის მხარდაჭერის მიმართ.

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1713258384

ვიდეო „ნიჭიერის“ კულისებიდან - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი

მალე „რუსთავი 2“-ზე „ნიჭიერი“ დაიწყება. გადაცემის ოფიციალური გვერდი უკვე გვიზიარებს მხიარული გადაღებებიდან ვიდეოებს.ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს გადაცემის წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ზეპირად დაანგარიშების ოსტატებს, გოგონებსა და ბიჭებს რთულ დავალებებს აძლევს და შემდეგ მათი შესრულებული დავალებებით გაოცებულია… 

აბოლფაზლ შეკარჩი

მსოფლიო 1713257715

თეირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება - ირანელი გენერალი

ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აბოლფაზლ შეკარჩიმ განაცხადა.მან მოუწოდა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, „შეწყვიტონ სიონისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების ადვოკატირება“.„მოვუწოდებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, შეწყვიტონ ბავშვების მკვლელი ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერა. თუ ისრაელის აგრესიული ქმედებები გაგრძელდება, პასუხი კიდევ უფრო ძლიერი იქნება“, - აღნიშნა ირანელმა გენერალმა.ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1713257414

საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული "ნაცკონგლომერატი", რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას - გია აბაშიძე

„მრავალწახნაგოვან საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული "ნაცკონგლომერატი", რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. ანალიტიკოსის თქმით, არ გამოუვათ ვერც ერთი მხრივ, საქართველოს ვასალად ხილვის მოსურნეებს დასავლურ აგენტოკრატიაში და ვერც ვერც მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან აგრესორ იმპერიალისტებს.მისივე თქმით, როცა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ერთადაა, ფუჭია ნებისმიერი ავაზაკური, მრავალმილიონიანი სპეცოპერაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.არ გამოუვათ ვერც ერთი მხრივ, საქართველოს ვასალად ხილვის მოსურნეებს დასავლურ აგენტოკრატიაში და ვერც ვერც მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან აგრესორ იმპერიალისტებს. როცა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ერთადაა, ფუჭია ნებისმიერი ავაზაკური, მრავალმილიონიანი სპეცოპერაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.„მრავალწახნაგოვან საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული "ნაცკონგლომერატი", რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას. არ გამოუვათ ვერც ერთი მხრივ, საქართველოს ვასალად ხილვის მოსურნეებს დასავლურ აგენტოკრატიაში და ვერც ვერც მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან აგრესორ იმპერიალისტებს. როცა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ერთადაა, ფუჭია ნებისმიერი ავაზაკური, მრავალმილიონიანი სპეცოპერაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მორიგი პროგრესი აღიარებულია როგორც მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესება, იუწყება საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი", რომლის შტაბ-ბინა სიდნეიშია. საქართველო, როგორც გამორჩეულად პროგრესირებადი ქვეყანა მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც აღნიშნეს. კერძოდ, 2023 წლის მშვიდობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49-ე ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. 2024 მშვიდობის ინდექსთან ერთად ცალკე დოკუმენტად მშვიდობის და ბიზნესის 2024 წლის ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემოდაცვით (ESG) სტანდარტებზე აკეთებს. საქართველოს პროგრესი ამ ანგარიშშიც აღინიშნა. მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი.პოზიტიური მშვიდობა განიმარტება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას. მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:- კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა- ჯანსაღი ბიზნეს გარემო- კორუფციის დაბალი დონე- ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა- ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე- კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან- ინფორმაციის თავისუფლება- რესურსების სამართლიანი განაწილება“-წერს გია აბაშიძე.