ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1713267692

საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია! - სააკაშვილი

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.„ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!“ - წერს სააკაშვილი.

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საზოგადოება 1713266989

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს.პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონ  ლარს შეადგენს.ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.  აღნიშნული პროექტი წეროვანში, 9,000 კვ.მ მიწის ფართობზე, 8000 კვ.მ სასაწყობე სივრცის აშენებას და მოწყობას გულისხმობს, რომელიც სასაწყობო სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს გააერთიანებს. ის ულტრათანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამჟამად ოტო მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში 200 - ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას გეგმავს.„ოტო მოტორსი წლებია ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი კი დღეს უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ და ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულებას ვგეგმავთ.შენობა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ინვენტარით და ის შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.  პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წელს არაერთ სიახლე იგეგმება, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უახლოეს მომავალში, ოტო მოტორსი  ერთ-ერთი ცნობილი სპეც. ტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენელი გახდება საქართველოში. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რომლის მიზანი  მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვა იქნება“, - განაცხადა თამუნა ბაქრაძემ, ოტო მოტორსის საოპერაციო დირექტორმა.“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ახალ სასაწყობე სივრცეს აშენებს. ეს კომპანიას ბაზარზე კონურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში,ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებით სამუშაო ადგილები იქმნება. კომპანია სამომავლოდ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით დააქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1713265785

ალეკო ელისაშვილი გუშინ კარგად არ მოიქცა, ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში - იაგო ხვიჩია

ალეკო ელისაშვილი გუშინ კარგად არ მოიქცა, ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.„არავის აწყობს ასეთი ტიპის ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს ადამიანების ნაწილს გულს ფხანდეს რაღაც თვალსაზრისით. ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გვაქვს უამრავი სხვა არგუმენტი, ვიდრე მუშტამდე მივალთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713265629

გუდიაშვილის მოედანზე დაპირებული მუზეუმის პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება - კახა კალაძე

„რაც იყო ჩვენი დაპირება, რომ გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის შემდეგ  მუზეუმი გაკეთდება, ეს პროექტი, რა თქმა უნდა განხორციელდება“, -  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის ფარგლებში მუზეუმის მოწყობის დაპირება შეახსენა.კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები  სწორედ ამ მუზეუმში განთავსდება.„სამუშაოების მეორე ეტაპი რამდენიმე თვის წინ დასრულდა. რაც შეეხება  ჩვენს დაპირებას, რაც იყო  მუზეუმთან დაკავშირებით, ერთი კონკრეტული შენობა გვაქვს გამიზნული იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი იქნეს განხორციელებული. როგორც კი ჩვენ ბიუჯეტში გვექნება შესაბამისი თანხები, რა თქმა უნდა, აღნიშნული პროექტი იქნება განხორციელებული. ეს იყო ჩვენი დაპირება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ პროექტის განხორციელების დროს ნანახია ძალიან საინტერესო ნივთები და ეს ყველაფერი განთავსებული იქნება მუზეუმში“, - განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან,  ჟურნალისტის კითხვაზე,  რომელიც ეხებოდა გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობების ივლიანე წულაიასთვის  მიყიდვას იმავე ფასად, რაც სახელმწიფოს დაუჯდა,  კახა კალაძემ უპასუხა,  რომ  აღნიშნული შენობები აუქციონის წესით გასხვისდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ფასს არა მერია, არამედ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო ადგენს.მისივე თქმით, სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია, რომ შენობები მოგების ინტერესიდან გამომდინარე გაყიდოს.„აუქციონზე იყო გატანილი აღნიშნული შენობები. სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია, რომ მოგება ნახოს.  ნეტა ყველა შენობა ისე გაგვაყიდინა, დახარჯული თანხები რაც არის, ის ამოვიღოთ. ამდენად, ეს საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის გამჭვირვალე, კანონის ფარგლებში. თქვენ  ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს გადაწყვეტილებას,  არა მხოლოდ მერობის პერიოდში, მანამდე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ჩემი პოლიტიკაში ყოფნის დროს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს. ბუნებაში არ არსებობს ასეთი ფაქტი. შენობა რა ფასად გაიყიდება, ამას განსაზღვრავს სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელიც აკეთებს შეფასებას და იმის მიხედვით ხდება აუქციონის გამოცხადება. რაც შეეხება ბატონ წულაიას, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ის ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დეველოპერულ კომპანიას. ასე რომ, ის ბიზნესმენია, მას აქვს მისი საქმე, ეს ჩემთან პირად ურთიერთობაში არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება

ომი უკრაინაში 1713265297

„როიტერის“ ცნობით, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გასულ თვეს უკრაინის გამო ჩაიშალა

„როიტერის“ ცნობით, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გასულ თვეს უკრაინის გამო ჩაიშალა. როგორც სააგენტო წერს, საქმე ეხება უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც თურქეთის შუამავლობით იმართებოდა.„როიტერის“ ინფორმაციით, შეთანხმება ეხებოდა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებას და ის თითქმის მიღწეული იყო, როდესაც კიევი მოულოდნელად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან. სააგენტოსთან საუბარში ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ სურდა შეთანხმების ოფიციალურად ხელმოწერა, მაგრამ თანახმა იყო, შეთანხმება თურქეთის პრეზიდენტს გამოეცხადებინა. ეს 30 მარტს უნდა მომხდარიყო. უკრაინის მიერ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზი უცნობია. რუსეთი, უკრაინა და თურქეთი საკითხის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.„როიტერი“ ასევე ავრცელებს შეთანხმების დეტალებს, რომლის მიხედვითაც, კიევი და მოსკოვი იღებდნენ ვალდებულებას, უსაფრთხოების გარანტიები მიეცათ შავ ზღვაში მცურავი სავაჭრო გემებისთვის, რომ მათ ცეცხლს არ გაუხსნიდნენ, არ გაიტაცებდნენ და არ გაჩხრეკდნენ.ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია საზღვაო გზით უკრაინის ექსპორტის განხორციელებისთვის. 2022 წლის ივლისიდან მოქმედებდა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შავი ზღვით ტრანსპორტირებას მოიცავდა. 2023 წლის ივლისში რუსეთი გავიდა ამ შეთანხმებიდან და კიევში განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ახალი საზღვაო დერეფნის შექმნა შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში.