ინციდენტი თვითმფრინავში - ქალმა ქმარს ეჭვიანობის გამო თავში ლეპტოპი ჩაარტყა

14:26 07-28-2019

ქალი ქმარს ეჭვიანობის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

კადრები "ამერიკის ავიახაზების" თვითმფრინავის ბორტზეა გადაღებული. ლოს ანჟელესის რეისზე ცოლ-ქმარს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალმა მეუღლე ბორტზე მყოფი სხვა ქალების მიმართ ინტერესის გამოჩენაში დაადანაშაულა.

კულმინაცია თავში ლეპტობის ჩარტყმა იყო.