ფშაველი-ომალოს გზაზე, მაშველებმა კიდევ ერთი მგზავრის ცხედარი იპოვეს

14:23 07-28-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, 27-28 ივლისს ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად, უკვე მეექვსე მგზავრის ცხედარი იპოვეს.
სამაშველო სამუშაოებში მძიმე ტექნიკაა ჩართული და სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება.

სამაშველო ოპერაციისას მაშველებმა 5 მოქალქე გადაარჩინეს, საიდანაც 2 თელავის რეფერარულ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, ორივე მათგანი უკვე გაწერილია და თავს კარგად გრძნობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი