პრეზიდენტი თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

12:05 07-28-2019

პრეზიდენტი თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილების ოჯახისწევრებს უსამძიმრებს.

სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ facebook-ის გვერდზე წერს.

„მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახების წევრებს, დაზარალებულებს კი, მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო",- ნათქვამია პრეზიდენტის პოსტში. 

თუშეთში გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 3 ერთი ოჯახის წევრია. დაშავებულია 7.