თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში, მცირეწლოვანს ცხენმა მუცლის არეში ფეხი ჩაარტყა

23:42 07-27-2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში, მცირეწლოვანს ცხენმა მუცლის არეში ფეხი ჩაარტყა. შვიდი წლის ბიჭი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მცირეწლოვანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და ელენთა ამოკვეთეს. 

საავადმყოფოს ქირურგის, ოთარ ბახუტაშვილის ინფორმაციით, ელენთა დაზიანებული იყო და მისი შენარჩუნება აღარ მოხერხდა. 
„ბავშვი სტაბილურადაა , ჩატარდა ოპერაცია და დაინიშნა შესაბამისი მკურნალობა“, - თქვა ბახუტაშვილმა.

მცირეწლოვანი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი