ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას ვებრძოლო, შსს-ს და ნაბიჭვარ ნაძირალა გახარიას - მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებაზე

23:32 07-27-2019

„ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას ვებრძოლო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაბიჭვარ ნაძირალა გახარიას“, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, საკუთარი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის სასამარტლო გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს მორის მაჩალიკაშვილის მოსამართლის გადაწყვეტილება დარბაზში ხმაურით გააპროტესტა.

„ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე, არც ჩემს ორ ძმას არც მორისს. მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმის გამო, რომ მომიკლეს ერთადერთი ვაჟი და მოვითხოვდი, გაეცათ პასუხები, რატომ მომიკლეს შვილი. მე ეს არ ვიცოდი, თურმე მორის მაჩალიკაშვილისთვის დარეკილი ჰქონიათ, თუ ბიძაშენმა კარავი გაშალა, ჩვენ დაგიჭერთო.

ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას ვებრძოლო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაბიჭვარ ნაძირალა გახარიას. მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება და ვინ გაიმარჯვებს“, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.