ბოლო ცნობები თუშეთიდან - ვინ არიან ავტოკატასტროფის დროს გარდაცვლილები

20:42 07-27-2019
818

თუშეთის გზაზე მომხდარ ავარია სავარაუდოდ სულ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება გარდაცვლილთა შორის არის შალვა შაბლაიძე, რომელიც ავტომობილში სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვებიდან ერთ-ერთი ასევე გარდაცვლილი ნახეს, მეორე ბავშვის ძებნა ადგილზე ამ წუთებშიც გრძელდება, მესამე ბავშვი კი ავტოკატასტროფას გადაურჩა.

მომხდარის შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოსთან იმყოფებიან მათი ახლობლებიც, რომლებმაც გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.  

შეგახსენებთ, ავტომანქანა, რომელშიც სოფელ ქვემო ალვანის მაცხოვრებლები ისხდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამატებითი სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები თბილისიდან გაფრინიდნენ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილიზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები“.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი