რატომ არ დაესწრო დვალი- აქიმიძესთან გამართულ შეხვედრას თალაკვაძე?

14:32 07-27-2019

ფორმატი არ ითვალისწინებდა პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობას- ასე განმარტა არჩილ თალაკვაძემ მიზეზი, რის გამოც ის პარლამენტში, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებთან, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა:

„შეხვედრა ჩვენს მიერ არ იყო ორგანიზებული, შესაბამისად, ფორმატი არ ითვალისწინებდა პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობას მასში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ინფორმაცია, რაც იქ იყო განხილული, უყურადღებოდ არ დარჩენილა“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით პარლამენტში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებთან, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრა გუშინ გაიმართა