ვიდეოები

1713255098

VIDEO: აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, წყალქვეშ ახალი სახეობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, სალა-ი-გომესის წყალქვეშა ქედების გარემოს შესწავლისას, 160 სახეობა დააფიქსირეს, რომლებსაც ამ რეგიონში პირველად მიაგნეს. მათ შორის აღმოჩენილია 50 სახეობა, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.სამხრეთ-აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ტალღებიდან 800-1200 მეტრით ქვემოთ სპეციალისტებმა ფოტოსინთეზზე დამოკიდებულ ყველაზე ღრმად მობინადრე ორგანიზმს მიაკვლიეს. ეს Leptoseris-ის გვარში შემავალი მარჯანია. კიდევ ერთი საინტერესო ცხოველი მედუზის მსგავსი სიფონოფორია, სახელად Bathyphysa conifera. ასევე, აღსანიშნავია ლუმინესცენციური თევზი Stomiidae-ს ოჯახიდან.თითოეული მათგანი და საერთო ჯამში 100-ზე მეტი სახეობა, აქამდეც აღწერილი იყო. დანარჩენი 50 უცნობი სახეობა მეცნიერებმა უნდა გააანალიზონ. მათ, წყალქვეშა მთებთან ერთად, ორი ექსპედიციის განმავლობაში მიაგნეს."გასაოცარი ჰაბიტატები და ცხოველთა პოპულაციები, რომლებიც ამ ორი ექსპედიციის დროს აღმოვაჩინეთ, იმის მაგალითია, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ამ იზოლირებული არეალის შესახებ", — აცხადებენ მეცნიერები. 

წყალქვეშ, ახალი სახეობები აღმოაჩინეს

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713257018

გუშინდელი სურათი იყო იმის განმარტება, რა ტაქტიკა აქვთ რადიკალურ ჯგუფებს, ოპოზიციას, ზოგიერთ „ენჯეოსა“ და მედიასაშუალებას - შალვა პაპუაშვილი

ფაქტობრივად, გუშინდელი სურათი იყო იმის განმარტება, რა ტაქტიკა აქვთ რადიკალურ ჯგუფებს, ოპოზიციას, ზოგიერთ „ენჯეოსა“ და მედიასაშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, გუშინ იურიდიულმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს განიხილავდნენ, ყველამ ნახა, რა იყო დოგმატიზმი, მსჯელობის ჩახშობა, არშესვლა შინაარსში.„რასაც თვითონ ამბობენ, შინაარსში არ შედიან, დოგმებით საუბარი – გვითხრა უცხოელმა, ასე უნდა გავაკეთოთო. ის კი არა, ქართველ ხალხს რა უნდა, ჩვენთვის რა არის კარგი ან ქვეყნისთვის რა არის კარგი. გუშინ მამუკა მდინარაძემ ამას ძალიან კარგად უპასუხა. ევროკავშირიდან ჩვენ იმასაც გვაუბნებოდნენ, მიხეილ სააკაშვილი გაგვეშვა, უნდა გაგვეკეთებინა ეს? არ უნდა გაგვეკეთებინა, არ გავაკეთეთ და ძალიან კარგიც იყო. საბოლოო ჯამში, ევროკავშირიც დარწმუნდა – ჯადოსნური ხერხებით მიხეილ სააკაშვილი, აღმოჩნდა, რომ გამოჯანმრთელდა სხვადასხვა განუკურნებელი სენისგან.30 წელზე მეტი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან და როგორ აღმოჩნდნენ ზუსტად ის ჯგუფები, რომლებიც, წესით, სიტყვით ქადაგებენ თავისუფლებას, თითქოსდა სინამდვილეში არიან დოგმებში ჩაკეტილი ჯგუფები, რომლებისთვისაც ერთადერთი ავტორიტეტი არის, რას გეტყვიან უცხოეთიდან. არა ის, რას გეტყვის ქართველი ხალხი, არა ის, რა სჭირდება ამ ქვეყანას, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. როგორ მოხდა, რომ აქამდე მივიდნენ ეს ჯგუფები, რომლებსაც უნდათ, თავიანთი თავი პროგრესულებად წარმოადგინონ? პროგრესია, როცა სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლები უცხო ქვეყნის ინტერესებზე არიან აწყობილი?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713256944

არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო - შალვა პაპუაშვილი

არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.შალვა პაპუაშვილის თქმით, აუხსნელია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მოტივი.„აქ ორი მომენტია მნიშვნელოვანი, ერთი, რომ შევეცადოთ, ავხსნათ ეს საქციელი. პრობლემა არ არის შეფასებაში, გასაგებია, რომ არის თავდასხმა, ძალადობა, მაგრამ უფრო პრობლემურია იმის ახსნა, რატომ მოხდა და მოხდა ამ ფორმით თავდასხმა. შემდეგ ვნახეთ შეგულიანებები, მათ შორის, მედიის საშუალებითაც, რომლებიც ამ ფაქტის პოზიტიურ ჭრილში წარმოდგენას ახდენდნენ. ვფიქრობ, ამან გააჩინა ეჭვები და გააღრმავა აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით. ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა პარლამენტში, მაგრამ რთულია, რაიმე შეფასება მოუძებნო ასეთი ფორმით, სახით თავდასხმას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, კითხვებს აჩენს თავად თავდამსხმელთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა არის, როდესაც ცდილობ ახსნას, რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ გარკვეული დაკვეთა იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აქცია პარლამენტთან

პოლიტიკა 1713256465

პროტესტი პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ

"გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა დღესაც აქციის ფონზე ჩაივლის - პარლამენტის მიმდებარე აქციის მონაწილეები უკვე მივიდნენ"გამჭვირვალობის კანონის" განხილვა დღესაც აქციის ფონზე ჩაივლის. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია დაიწყო. შენობის უკანა შესასვლელთან პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა შეკრება 12 საათზე დააანონსეს.ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ჟურნალისტების ნაწილი, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი.

დანია

მსოფლიო 1713256242

დანიაში 1625 წელს აშენებული სავაჭრო ბირჟის ისტორიული ნაგებობა იწვის

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სავაჭრო ბირჟის ისტორიული შენობა იწვის. 1625 წელს აშენებული ბიორსენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეული ნაგებობაა.BBC-ის ცნობით, შენობაში მყოფმა ადამიანებმა გამოსვლა მოასწრეს და ისტორიული ნახატების ნაწილის გადარჩენაც შეძლეს.დანიის კულტურის მინისტრის, იაკობ ენგელ-შმიდტის თქმით, დანიის კულტურული მემკვიდრეობის 400 წელი "ცეცხლში განადგურდა".ნიდერლანდური რენესანსის სტილის შენობა დანიის მეფის, კრისტიან მეოთხის ბრძანებით აშენდა და მიზნად კოპენჰაგენის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ქცევას ისახავდა.

როგორ დაიგეგმა ლგბტ ორგანიზაციების მიერ მამუკა მდინარაძეზე შეტევა - ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს

პოლიტიკა 1713256138

როგორ დაიგეგმა ლგბტ ორგანიზაციების მიერ მამუკა მდინარაძეზე შეტევა - ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს

ვრცელდება ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს, სადაც მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია დაიგეგმა.გავრცელებულ ე.წ. სქრინში ჩანს, რომ ლგბტ ორგანიზაციების შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე შეტევა დაიგეგმა. კერძოდ, „სქრინში“ აღნიშნულია, რომ „მამუკა მდინარაძე უნდა იყოს მთავარი ასაგდები“, ასევე მისი ასოცირება უნდა მოხდეს „ალტ-ინფოსთან“.არსებული ინფორმაციით, კვარაცხელიამ დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ მიმართულებით, ხოლო აღნიშნული შეხვედრა დაიგეგმა სტრატკომის მიერ, რომელშიც შედიან „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი არასამთავრობოები.