„პატრიოტთა ალიანსი“ ბათუმში რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით მიტინგს გეგმავს

23:34 07-26-2019
2

„პატრიოტთა ალიანსი“ 28 ივლისს, ბათუმში, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მოწოდებით, მიტინგს გეგმავს. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია“ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიაზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, პარტია მიტინგზე 13-15 ათას ადამიანს ელოდება. გაჟღერდება შემდეგი მოთხოვნები - რუსეთის მიმართ საომარ რიტორიკაზე უარის თქმა, კრიზისამდე პერიოდის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დაბრუნება და სამხედრო სწავლებებში საქართველოს მხრიდან უარის თქმა.

რუსული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში მიტინგზე გამოვლენ აჭარის რეგიონში მოქმედი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ლომიას თქმით, დაზარალდნენ მოსკოვი-თბილისის ურთიერთობის გაუარესების შემდეგ. 

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა მოსკოვში შეხვედრები გამართეს. „რიას“ კითხვაზე კიდევ როდის აპირებენ ისინი რუსეთში ჩასვლას, ლომია პასუხობს, რომ ეს, სავარაუდოდ, სექტემბერში.