27 ივლისს სამტრედიაში ცნობილი რეპერების მონაწილეობით „ქართული ჰიპ-ჰოპ ლაივი“ გაიმართება

21:15 07-26-2019

27 ივლისს სამტრედიაში „ქართული ჰიპ-ჰოპ ლაივი“ გაიმართება, რომელშიც ცნობილი რეპერები - Young Mic, Grotask, Curly L.A. მიიღებენ მონაწილეობას და სამტრედიაში პირველ ლაივს ჩაატარებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია ჰიპ-ჰოპ გვერდი Cypherhop, რომლის მთავარი შემოქმედები საბა სტურუა, ავთანდილ უჯმაჯურიძე, ლუკა ივანიაძე და საბა ერქვანიძე არიან.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარება და მსმენელის ქართული რეპით დაინტერესებაა. ღონისძიება 27 ივლისს, 20:00 საათზე, სამტრედიაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, „მომავლის პარკში“ გაიმართება.

„ქართული ჰიპ-ჰოპ ლაივი“ სამტრედიის მინიციპალიტეტის მერიისა და სერგო რუხაძის კულტურული მემკვიდრეობისა და რეგიონალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდება.