ვიდეოები

1713177420

VIDEO: ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო, ელისაშვილი მდინარაძეს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნასთან იდგა. უმრავლესობის ლიდერი დღეს, განხილვისას კანონპროექტის მთავარი წარმდგენი იყო.დაპირისპირების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა. სხდომა კი ამ დროისთვის შეწყვეტილია. 

ელისაშვილის ჩხუბი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ზუკა ხუციშვილი

ტაბლოიდი 1713251122

ზუკა ხუციშვილი მალე ვაჟის მამა გახდება - „ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით…“

ზუკა ხუციშვილი და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან. წყვილმა უკვე სქესიც იცის და ისიც, რას დაარქმევს პატარას. ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს“ გაუმხილა. ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ.ზუკა ხუციშვილი:„სახელზე აღარ ვფიქრობთ. ბიჭია და გიოს დავარქმევთ. სამწუხაროდ, ის მის დაბადებას ვერ მოესწრო. მიუხედავად იმისა, რომ შვილიშვილები ჰყავს ჩემი დისგან, სულ განვიცდიდით, რომ ვერ მოვასწარით, გაგვეხარებინა. ჩვენი ქორწილის მერე მალე წავიდა ჩვენგან. თუმცა მე მჯერა, რომ ადამიანები ყველაფერს ხედავენ იქიდან, სადაც არიან. მგონია, რომ ახლაც იცის და უხარია ჩვენი ბედნიერება. ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ვგრძნობ, რომ სადაც არის, იქიდან გვმფარველობს და გვერდით გვიდგას. რომ გავიგეთ, ბიჭს ველოდით, არც შევთანხმებულვართ, ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით. გიო მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო, სიყვარულის მეტი არაფერი უკეთებია. იმედია, ჩვენი შვილიც ასეთი იქნება და ცხოვრების განმავლობაში ბევრ სიყვარულს დასთესს…“

დევიდ კემერონი

პოლიტიკა 1713250370

დევიდ კემერონის განცხადებით, თუ ბრიტანული ავიაცია უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში დაეხმარებოდა, ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაციას გამოიწვევდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, თუ ბრიტანული ავიაცია უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში დაეხმარებოდა, ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაციას გამიწვევდა. ამის შესახებ მან რადიო LBC-სთან განაცხადა.აღსანიშნავია, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა თქვა, რომ გასულ დღეებში ბრიტანულმა ავიაციამ ისრაელის თავზე რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდო.„ჩვენ როგორც ერთმა ცალკე აღებულმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად ყველაზე მეტი გავაკეთეთ. გადავამზადეთ 60 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, პირველებმა გადავეცით მათ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, შორი მოქმედების არტილერია და ტანკები.თუმცა, თუ გსურს, თავი აარიდო ესკალაციას და ევროპაში ომის გაფართოებას, პირველ რიგში, არ უნდა დაუშვა, რომ ნატოს ჯარები პირდაპირ კონტაქტში შევიდნენ რუსულ ჯარებთან. ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაცია გახდებოდა“, - აღნიშნა კემერონმა.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713250257

ნებისმიერი სიცრუე განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება… – ნახეთ უახლოესი დღეების ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათიმოქმედების დროა! დღევანდელი ჰოროსკოპი ძალიან კარგია ფინანსური საკითხების გადასაჭრელად და ზოგადად, თქვენი ხაზის გასატარებლად ყველაფერში, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ. ეს შესანიშნავი დღეა ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად, რომელიც მოითხოვს მონდომებას, ჭკუას და ენერგიას. ყველაფერი, რისი აღებაც დიდი ხანია ვერ გაბედე, ჯობია ახლავე გააკეთო. ერთადერთი “მაგრამ”: ვარსკვლავები მოგიწოდებენ სიმკაცრისკენ, რაც სავსეა კონფლიქტებით სხვებთან. უაზრო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი.ოთხშაბათიდღეს ჰოროსკოპი გპირდებათ დიდი ხნის ნანატრი სიმშვიდის მოტანას. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თავისუფალ დროს, არის დივანზე წიგნით წამოწოლა, თუმცა ინტელექტუალური დასვენების ნებისმიერი სხვა სახეობაც საკმაოდ შესაფერისია. თუ არ მუშაობთ, დღეს შესანიშნავი დღეა კროსვორდების შევსებისთვის ან საგანმანათლებლო პროგრამების ყურებაში დროის გასატარებლად. სამსახურში გაითვალისწინეთ, რომ თქვენი აზრები განსაკუთრებით ნათელი, ტვინი კი პროდუქტიული იქნება.ხუთშაბათიდღეს ჰოროსკოპი ძალიან აქტიურ, მოვლენებითა და ემოციებით სავსე დღეს გვპირდება. განსაკუთრებით კარგად იქნებით ყველაფერში, რაც ასე თუ ისე უკავშირდება ინტელექტუალურ სფეროს – დისკუსიებს, გეგმებს, განვითარებას, კვლევებს, სამეცნიერო მუშაობას. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა გააკეთოთ დღეს, არსებობს ჯუნგლებში ღრმად შეღწევის საშიშროება: დღე მიდრეკილია დეტალებისადმი ყურადღების გაზრდისკენ. გარდა ამისა, უფრთხილდით უხეშ განსჯას – მართალი რისხვის სიცხეში დღეს არსებობს ბევრი ზედმეტი სიტყვის თქმის საშიშროება, რაც შეიძლება მოგვიანებით ინანოთ.პარასკევიდღევანდელი ჰოროსკოპის მთავარი ტენდენცია რეალობისგან დაშორებაა. მთელი დღის განმავლობაში გაგიჩნდებათ ცდუნება, თვალი დახუჭოთ ნებისმიერ რეალურ პრობლემაზე და გააკეთოთ რაიმე სასიამოვნო. დღეს დაგეგმილი საქმეები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასრულდეს. თუმცა, ყველასთვის, ვინც არ არის შრომისმოყვარე, ეს დღე სულაც არ არის ცუდი. დღეს ვარსკვლავები მიდრეკილნი არიან სასეირნოდ ან კინოში წასვლაზე, მეგობრებთან სასაუბროდ, საყიდლებზე სიარულისკენ . მართალია, დღევანდელი ოცნებები დიდი ალბათობით ოცნებებად დარჩება, მაგრამ უამრავ სიამოვნებას მოგანიჭებთ. სრულად

ედიშერ გვენეტაძე

პოლიტიკა 1713249870

უცერემონიოდ, ქედმაღლურად და ცინიკურად ერევა საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში და ითხოვს დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის მოსამართლეების დასჯას! - ედიშერ გვენეტაძე მეთიუ მილერის განცხადებაზე

იმ ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომლის უდიდესმა შვილებმა მკვეთრად გამოყვეს სასამართლო, როგორც სახელმწიფოს დამოუკიდებელი შტო! უცერემონიოდ, ქედმაღლურად და ცინიკურად ერევა საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში! სახელდობრ, სასამართლო ხელისუფლების! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას.გვენეტაძის თქმით, 1970-1980-იანი წლების ახალგაზრდობისათვის აშშ დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა, რასაც კარდინალურად ეწინააღმდეგება დღევანდელი ადმინისტრაციის ქმედებები.„იმ სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი, რომლის ქვეყანასაც საქართველოს ტერიტორიის მქონე ერთი რიგითი ტბა აქვს და რომლის მოსახლეობა რაოდენობით ნიუ იორკის ერთ უბანსაც კი ვერ უტოლდება!იმ სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი, რომლის დამფუძნებელმა მამებმა მკაფიოდ გამიჯნეს ერთმანეთისაგან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება!იმ ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომლის უდიდესმა შვილებმა მკვეთრად გამოყვეს სასამართლო, როგორც სახელმწიფოს დამოუკიდებელი შტო!უცერემონიოდ, ქედმაღლურად და ცინიკურად ერევა საქართველოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში!სახელდობრ, სასამართლო ხელისუფლების!და მოითხოვს გაუგონარ რამეს- დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის მოსამართლეების დასჯას!ჩვენ ასეთ შეერთებულ შტატებს არ ვიცნობდით!ჩვენთვის 1970-1980-იანი წლების ახალგაზრდობისათვის აშშ დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა!რასაც კარდინალურად ეწინააღმდეგება დღევანდელი ადმინისტრაციის ქმედებები!რაც ძალიან სამწუხაროა!“- წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ვარდისფერი მთვარე

ჰოროსკოპი 1713249288

2024 წლის 24 აპრილს "ვარდისფერი სავსე მთვარეა" - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად

2024 წლის 24 აპრილს მორიელის ნიშანში სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე განსაკუთრებული ენერგეტიკით ხასიათდება და თითოეული ადამიანი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სურვილს იგრძნობს.ზოგადად, აპრილის თვის სავსე მთვარეს "ვარდისფერ მთვარეს" უწოდებენ, რადგან სწორედ ამ პერიოდში ვარდისფერი ფლოქსების აყვავება იწყება. მორიელი პარტნიორულ ურთიერთობებზე, ვნებაზე, ემოციებსა და ცვლილებებზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, განსაკუთრებული გავლენა სწორედ აღნიშნულ სფეროებზეა მოსალოდნელი.24 აპრილი შესაძლოა თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპისა და წარმატებების დასაწყისი იყოს. ნახოთ შრომის შედეგი, აღმოაჩინოთ, რომ რაღაცები, რაც აქამდე გერთულებოდათ, ახლა მარტივად გამოგდით. თუმცა, პარალელურად, შესაძლოა, მომატებული შფოთვა და ემოციურობა იგრძნოთ და კომუნიკაციაც გაგიჭირდეთ. რისი გაკეთება შეიძლება 2024 წლის 24 აპრილის სავსე მთვარის დროს?თქვენს პიროვნულ ზრდაზე კონცენტრირდით - 24 აპრილის სავსე მთვარის ენერგია თქვენს მიზნებსა და გეგმებზე ფოკუსირებას ხელს უწყობს. გააანალიზეთ, რა გაქვთ ახლა და რისთვის უნდა იბრძოლოთ, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ. ეს ასტროლოგიური მოვლენა სწორ გზას გაჩვენებთ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში.მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას - ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გააქტიურდება. ამიტომაც, მიენდეთ თქვენს შინაგან ხმას და გააკეთეთ ის, რასაც გიკარნახებთ.გაატარეთ მეტი დრო საკუთარ თავთან - დაგეგმეთ დასვენება, სხვადასხვა პროცედურის ჩატარება, გასეირნება, საყვარელი აქტივობა. ეს ენერგიის შევსებაში დაგეხმარებათ და სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ... ვრცლად..