ვიდეოები

1710849000

TMZ და THE SUN ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენ

ტაბლოიდები The Sun და TMZ ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენ.  ყვითელი გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში სავარაუდოდ ჩანან უელსის პრინცესა და დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი.The Sun-ისა და TMZ-ის მტკიცებით, საჯარო ვიდეო მიდლტონს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს სკანდალის შემდეგ პირველად გადაუღეს. 11 მარტს ქეით მიდლტონმა იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში ფოტოს ავთენტიკურობაში რამდენიმე გამოცემამ შეიტანა ეჭვი.მოგვიანებით მიდლტონმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა.„როგორც სხვა ბევრი მოყვარული ფოტოგრაფი მეც ხანდახან ვატარებ ექსპერიმენტებს ფოტოების დამუშავებაზე. მსურს ბოდიში მოვიხადო ყველა გაუგებრობისთვის, რაც გუშინ გავრცელებულმა ფოტომ გამოიწვია" - წერს უელსის პრინცესა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას. სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს და ის პოსტოპერაციულ პერიოდს სახლში, ადელაიდას კოტეჯში, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გადის. უელსის პრინცესას ოფისის ცნობით, ის, დიდი ალბათობით, აღდგომამდე თავის ოფიციალურ მოვალეობებს და ფუნქციებს არ დაუბრუნდება. ქეით მიდლტონის ოპერაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ საზოგადოებაში ბევრი ჭორი და კონსპირაციული თეორია წარმოშვა.მარტის დასაწყისში, ინტერნეტში ქეით მიდლტონის პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ქეით მიდლტონი ფოტოგრაფებმა უინძორის სასახლესთან ახლოს მანქანაში შენიშნეს, რომელსაც უელსის პრინცესის დედა, კეროლ მიდლტონი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი 4 მარტსაა გადაღებული.

ქეით მიდლტონი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება

რჩევები 1710856320

სამი მეთოდი, რომელიც სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას დაგაძლევინებთ

დაავადებისგან თავის დაღწევისთვის საჭიროა არა სიმპტომებთან ბრძოლა, არამედ მისი მიზეზის გარკვევა. რატომ გვიჭირს სოციალური ქსელებისგან თავის დაღწევა? რატომ ვუთმობთ ჩვენს ძვირფას დროს ასე მარტივად? როგორც წესი, ჩვენ ვამართლებთ იმით, რომ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებსაც პირადად ვერ შევხვდებით, რომ იქ ადვილია მუსიკისა და ფილმების პოვნა. მაგრამ მართლა ასეა? - ყოველთვის არა.ნაკლები დრო დაუთმეთ ინტერნეტს სპეციალური პროგრამების გამოყენებით. არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ბლოკავს საიტს გარკვეული დროის განმავლობაში.იმისათვის, რომ დროის გაყვანა ნაკლებად "მტკივნეული" იყოს, დაკავდით ხელსაქმით. დაიწყეთ ქსოვა, ნივთების კეთება პოლიმერული თიხით, მძივებიანი სამკაულების დამზადება და ა.შ. ასეთი აქტივობები ტვინს აფოკუსირებს მოტორულ უნარებზე და ჩვენზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ისე, როგორც მედიტაცია. სჯობს კითხვა და სხვა ინტელექტუალური სამუშაო მოგვიანებით შეასრულოთ - თავიდან ყურადღების კონცენტრაცია ალბათ გაგიჭირდებათ.გააუქმეთ გასართობი ჯგუფების გამოწერა და შეუერთდით უცხო ენების შემსწავლელ ჯგუფებს. გამოიწერეთ საგანმანათლებლო გვერდები, უყურეთ ფილმებს, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესთანაა დაკავშირებული.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1710855959

ISFED-მა გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, კინაღამ ჩამოამხო ქვეყანა და იმის შემდეგ, კაცმა არ იცის, გაეზარდა თუ შეუმცირდა დაფინანსება, USAID აფინანსებს თუ კიდევ სხვა დონორი ორგანიზაციები? - მამუკა მდინარაძე

აბსოლუტური სითამამით მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, USAID-ს ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს, კარგ ტრენინგებს აფინანსებენ ხოლმე, ამასობაში, ISFED-იც მათი დაფინანსებული იყო, რომელმაც მსოფლიოში უპრეცედენტო რამ ჩაიდინა და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პარალელურად, გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, რაც უსაშინელესი პრეცედენტია და ამაშიც ფული იყო ჩადებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ გაყალბებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებით ქვეყანა თითქმის ჩამოიქცა და ახლა საზოგადოებამ არ იცის აღნიშნული ორგანიზაცია კვლავ ფინანსდება თუ არა.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დეზინფორმაციის ხარისხი მაღალია, ვინაიდან უცნობია, ვინ აფინანსებს ლგბტ პროპაგანდას, რა პიარ კამპანიებს აწარმოებენ ეს „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები.„მართალია, არ უნდა სჭირდებოდეთ კანონი, თავადვე უნდა გაასაჯაროონ რა ფული დაიხარჯა იმ პროექტში, რასაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერქვა და ეს მონაცემები რომ გაყალბდა, მერე რა მოხდა? ისევ ფინანსდება, იგივე საქმიანობას ეწევა თუ არა , რამდენით ფინანსდება - ეს მაინც იცით? ანუ გააყალბა მონაცემები, კინაღამ ჩამოამხო ქვეყანა და იმის შემდეგ, შეიძლება გაეზარდა [დაფინანსება]. ვმარჩიელობთ ახლა, ISFED-ს გაეზარდა თუ შეუმცირდა დაფინანსება, კაცმა არ იცის, USAID აფინანსებს თუ კიდევ სხვა დონორი ორგანიზაციები? - არავინ იცის და ვმსჯელობთ მარჩიელობის დონეზე. ამ დროს, დეზინფორმაციამ წალეკა ქვეყანა და ადამიანების გონება უკვე, არაფერი რომ არ ვიცით - არც ვინ აფინანსებს ლგბტ პროპაგანდას, ვინ დგას მის მხარეს, ფინანსები რაში იხარჯება, რა პიარ კამპანიებს აწარმოებენ ეს „ენჯეოები“ და ჩვენი „ნაცი“ კოლეგები. დეზინფორმაციის ხარისხი ნახეთ? - 800 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. უკვე დეზინფორმაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე წარმოიდგინეთ. თინა ბოკუჩავამ თქვა ეს და ბოკუჩავა საქართველოში, პარლამენტში კი არ არის ამ წუთში, გეჩვენებათ და გასულია, იმიტომ რომ იმ 800 000-ში თვითონ ისიც არის. თუ მისი განცხადება მართალია, ის აქ არ არის, უცხოეთიდან აკეთებს განცხადებას - შემოსვლას აღარ ითვლიან.“ - განაცხადა მდინარაძემ.

პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი 1710855661

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ბრალდებულები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ერთ-ერთ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, რის შემდეგაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაეუფლნენ მათ კუთვნილ ოქროს სამკაულებს და 300 000 ლარის გადაცემას ითხოვდნენ.გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ივნისს, ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნული პირები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები განახორციელეს. სროლის შედეგად ერთ-ერთმა პოლიციელმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.სამართალდამცველებმა სამივე პირი იმავე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი იმის მიერ ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს 10-10 წლით, ხოლო ერთს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ძროხა

მეცნიერება 1710855660

გამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ძროხა, რომელსაც ადამიანის ინსულინის შემცველი რძე აქვს

გენმოდიფიცირებულმა ძროხამ რძეში ისეთი ცილები გამოიმუშავა, რომლებიც ადამიანის ინსულინისთვისაა საჭირო. ექსპერიმენტის ავტორებს დიდი იმედი აქვთ, რომ ასეთმა ძროხებმა შეიძლება საბოლოოდ გადაჭრან ინსულინით მომარაგების პრობლემა.იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ძროხები მომრავლდება, ამას რევოლუციის მოხდენა შეუძლია და ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული საფუარისა და ბაქტერიების კონკურენტული იქნება.ინსულინი და მისი დიაბეტის დროს მნიშვნელობა პირველად 1921 წელს აღმოაჩინეს. ამის შემდეგ, დიაბეტით დაავადებულებს მრავალი წელი საქონლის პანკრეასიდან აღებული ინსულინით მკურნალობდნენ.თუმცა, "ადამიანის" პირველი ინსულინი 1978 წელს, გენმოდიფიცირებული ბაქტერია E.coli-ს გამოყენებით მიიღეს. ამის შემდეგ, იგივე საფუარის გამოყენებით მიიღეს. დღეისთვის, სამედიცინო ინსულინის გამოსამუშავებლად ძირითადად ამ ორ მეთოდს იყენებენ.ინსულინის მისაღებად ძროხის გამოყენება პირველად არ მოხდა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ადამიანის" ინსულინის წარმოება გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ძროხამ შეძლო.ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფმა 10 ძროხის ემბრიონის უჯრედში ადამიანის დნმ-ის სეგმენტი შეიყვანა. ამ სეგმენტში პროინსულინია, ცილა, რომელიც ინსულინად გარდაიქმნება. საბოლოოდ, ეს ემბრიონები ჩვეულებრივი ძროხების საშვილოსნოში გადაიტანეს.გენმოდიფიცირებული ემბრიონებიდან მხოლოდ ერთი განაყოფიერდა, რის შედეგადაც ხბო დაიბადა.როდესაც ხბო სქესობრივად მომწიფდა, მკვლევრებმა მისი გენმოდიფიცირებული სახით განაყოფიერება სცადეს. ყოველი მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზს მკვლევრები ჯერ ვერ ხსნიან.საბოლოოდ, ძროხის ლაქტატის მიღება მისი ჰორმონალური ინდუქციით შეძლეს.ძროხა იმდენს არ იწველიდა, რამდენიც ეს მაკეობის დროს უნდა იყოს, მაგრამ რძეში მკვლევრებმა კონკრეტული ცილები მაინც აღმოაჩინეს.შედეგად, აღმოჩნდა, რომ რძეში ფერმენტებმა "ადამიანის" პროინსულინი შეიძლება ინსულინად გარდაქმნას.„მიგვაჩნია, რომ მომავალში 100 ასეთ ძროხას მთელი ქვეყნისთვის საკმარი ინსულინის წარმოება შეეძლება. უფრო დიდი ნახირით, სულაც მთელი დედამიწისთვის საკმარისი ინსულინი გვექნება", — ამბობენ მკვლევრები.

ჯეიკ სალივანი

მსოფლიო 1710855553

რეალობა ასეთია, პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, აშშ გააგრძელებს ამ რეალობასთან საქმის დაჭერას, რაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ არჩევნები არცერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა - სალივანი

რეალობა ასეთია, პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს.„რეალობა ისაა, რომ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია. ჩვენ გვქონდა შეხება ამ რეალობასთან უკრაინაში ომის დროს, რუსეთის სხვა აგრესიული ქმედებებისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმის დროს“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ რეალობასთან საქმის დაჭერას, რაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო არცერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.„არჩევნების შედეგები პროგნოზირებადი იყო, რადგან პუტინმა დახურა პოლიტიკური სივრცე, დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები. მისი ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი ტრაგიკულად დაიღუპა. ამრიგად, ამ არჩევნებში არაფერი იყო თავისუფალი და სამართლიანი, შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული“, – აღნიშნა სალივანმა.