ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გოგო

რჩევები 1713460609

5 ფრაზა, რომელსაც მხოლოდ სუსტი ადამიანები ამბობენ

„ჯერ ჩემს პარტნიორს ან მშობელს უნდა ვკითხო“ზოგიერთი სიტუაცია, აუცილებლად მოითხოვს ოჯახის სხვა წევრების კონსულტაციასა და დახმარებას. მაგრამ თუ გამუდმებით ამბობთ, რომ ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ, სხვა ადამიანს უნდა ჰკითხოთ აზრი, გამოდის, რომ თავად არასოდეს აკეთებთ არჩევანს...„ზოგჯერ, ძალიან ზედმეტები მომდის“ნუ მოიხდით ბოდიშს საკუთარი ხასიათის გამო. ბოდიში უნდა მოიხადოთ მაშინ, თუკი ვინმეს აწყენინებთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვიღაცის აზრით, ზედმეტად ემოციური ან ექსპრესიული ხართ! „ბოდიში“ - მაშინ, როდესაც საბოდიშო არაფერიაბოდიში, წარმოუდგენლად ღირებული სიტყვაა მაშინ, როცა მისი წარმოთქმის დროა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი შეცდომის აღიარება.მაგრამ, არ უნდა მოიხადოთ ბოდიში იმისთვის, რაც არ იყო თქვენი ბრალი და პასუხისმგებლობა. თქვენ არ უნდა მოიხადოთ ბოდიში მაშინ, როდესაც ეს სიტყვა, თქვენი სათქმელი არ არის.„არ გამომივა“შეიძლება არ გინდოდეთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ სიტყვებთან მიმართებაში. მოერიდეთ თქვენი უნარების დაკნინებას ან იმის თქმას, რომ რამეს ცუდად აკეთებთ ან არ ცდილობთ.მსუბუქი თვითდამამცირებელი იუმორი შეიძლება კარგი იყოს ზოგიერთ სიტუაციაში, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვან მომენტებში, თვითირონია მოდის წინა პლანზე, ეს გაგრძნობინებთ, რომ ქმედ უუნარო ადამიანი ხართ.„არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე“ნორმალურია, რომ რაღაც არ იცით და შესანიშნავია, რომ ამის თქმა ღიად შეგიძლიათ. მაგრამ არ უნდა აჩვენოთ სხვა ადამიანებს, რომ არ გაინტერესებთ ახლის სწავლა ან უკეთესი შედეგების მიღება. ეს წარმოგაჩენთ, როგორც აპათიური ადამიანს, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს საკუთარი თავის განვითარება.

შეხვედრა

პოლიტიკა 1713460517

ილია დარჩიაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში აღინიშნა აშშ-ს და პირადად ლუის ბონოს პოზიტიური ჩართულობა პროცესში.ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობას.ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

უკრაინის პრეზიდენტი

მსოფლიო 1713459874

ზელენსკიზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით პოლონეთის მოქალაქე დააკავეს

უკრაინის სამართალდამცველებმა, პოლონელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დააკავეს პოლონეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში პრეზიდენტ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობის მოსამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილმა საკუთარი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობის წარმომადგენლებთან და შესთავაზა მათ რუსული სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობა.უკრაინული მხარის ცნობით, მას ევალებოდა პოლონეთში მდებარე ჟეშუვ-იასეონკის აეროპორტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რუსული მხარისთვის მიწოდება. ეს უნდა დახმარებოდა რუსულ სპეცსამსახურებს უკრაინის პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმის დაგეგმვაში პოლონეთში ვიზიტის დროს.როგორც უკრაინული მედია წერს, შესაძლო დანაშაულის დაგეგმვის შესახებ უკრაინის პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა პოლონურ მხარეს აცნობეს და საქმის მტკიცებულებები გადასცეს. ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლისა და წარმატებულად ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაში ეჭვმიტანილი პოლონეთის ტერიტორიაზე დააკავეს. პროკურატურის ბრალდების საფუძველზე, ვარშავის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

პოლიტიკა 1713459832

ნიკოლოზ სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა - კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს წარადგინონ შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან

 „კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, ის, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან გამართულ გუშინდელ ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა“ - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ BBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძე დეტალურად აღწერს, თუ რას გულისხმობს და რას მოიცავს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მისი თქმით, „კანონპროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არავის სტიგმატიზაციას და არ ეხება ცალკეულ პირებს. ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს ყოველწლიურად წარადგინონ თავიანთი შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან, რომელიც 3 თვის წინ მიიღო ევროკომისიამ და დასამტკიცებლად გადასცა ევროპარლამენტს.“მისივე განცხადებით, „ევროდირექტივა ზუსტად იგივე ფორმულირებას იყენებს, როგორსაც საქართველოს კანონმდებლობა. მაგალითად მოგიყვანთ ზუსტ ამონარიდს ევროდირექტივიდან: „ეს არის უცხოური წყაროების ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობა“. სამხარაძემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველო ოკუპაციიდან გამომდინარე უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, საქართველოში 1 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ყოველ 148 მოქალაქეზე მოდის, ხოლო ამ ორგანიზაციების 90% დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებს. მისივე განცხადებით, „არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იმის თაობაზე თუ საიდან მოდის და რა მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა“. „გესაუბრებით საქართველოს პარლამენტის შენობიდან, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. აქედან დაახლოებით 30 კილომეტრში დგანან რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომელთაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული. შესაბამისად, ეს ქვეყანა ოკუპაციიდან გამომდინარე უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. უფრო მეტიც, ჩვენ ვართ უკიდურესად ტურბულენტური და მოწყვლადი რეგიონის ნაწილი, სადაც ომია ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრის მიღმა - ვგულისხმობ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაძაბულობა სამხრეთ საზღვრის მიღმა - ჩვენს მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ომის მსგავსი ვითარება ჩვენი რეგიონის სიახლოვეს - ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში არსებობს 25,000 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონია, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქმის 1 არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის საქართველოს ყოველ 148 მოქალაქეზე. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების 90% იღებს დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან. არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იმის თაობაზე თუ საიდან მოდის და რა მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა“.-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ BBC-სთან.

მსჯავრდებული

საზოგადოება 1713459439

არასრულწლოვანი ბრალდებულები და მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ

მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს თვეში 60 წუთი უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ.ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.„უფასო სასაუბრო დროის გამოყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ზარებზე მსჯავრდებულებს სურვილისამებრ შეუძლიათ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროექტების დანერგვას მომავალშიც გააგრძელებს“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.